"მზად ვართ ქართველ ფრენბურთელებთან და კლუბებთან თანამშრომლობისთვის" - გაიცანით ნეაპოლის ფრენბურთის კლუბი "Team Volley Napoli"
Exclusivetv.ge აგრძელებს სპორტულ-საინფორმაციო პროექტს, რომლის მიზანია ახლოს გააცნოს ქართველ ემიგრანტებს, ქართველ სპორტსმენებს, სპორტში მოღვაწე ადამიანებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს იტალიის და ზოგადად ევროპის სპორტული ცხოვრება, კლუბების განვითარების და აკადემიების ფუნქციონირების ეტაპები, ინფრასტრუქტურა, ორგანიზაციული მოწყობა, სპონსორებთან ურთიერთობის გამოცდილება.
ჩვენი ჟურნალისტები, ალექსანდრე ნიქაბაძე და ია ლალუაშვილი, ამჯერად ნაპოლის მამაკაცთა ფრენბურთის კლუბს "Team Volley Napoli" ეწვივნენ, დაესწრნენ მათ მორიგ კალენდარულ მატჩს "Siani"-ს დარბაზში და გაესაუბრნენ კლუბის წარმომადგენლებს.
იტალია ფრენბურთის ტრადიციული ქვეყანაა, მამაკაცთა შორის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, ისე კი ოთხგზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, ასევე 8-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ლიგა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იტალიის ყველა ქალაქში თუ დასახლებულ პუნქტში ფრენბურთის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან და ინფრასტრუქტურაც შესაბამისად განვითარებულია.
"Team Volley Napoli" ახალგაზრდა კლუბია, 2016 წელს დაფუძნდა. კლუბს აქვს თავის ფილოსოფია-"ერთად ჩვენ შეგვიძლია", რომელიც არის მათი მოქმედებისა და ამბიციური მიზნის მიღწევის-სუპერლიგაში დაწინაურების გზა.
ამჟამად ნეაპოლელები რანგით მესამე ლიგაში-Seria A3-ში ასპარეზობენ და წელს მათი მთავარი მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. კლუბის სტრუქტურა მიუხედავად დაბალ ლიგაში ასპარეზობისა, მთლიანად აწყობილია უმაღლეს დონეზე სპორტული და ორგანიზაციული საქმიანობის კუთხით.
როგორც კლუბის წარმომადგენელმა, ფულვიო ესპოზიტომ განგვიცხადა კომპანია "Volley World"-თან თანამშრომლობის ფარგლებში მათ სხვადასხვა დარბაზებში გაერთიანებული ჰყავთ 700-მდე ბავშვი, რომლებიც ფრენბურთის თანამედროვე სისტემით ვარჯიშობენ და მალე ელოდებიან ძირითადი გუნდის შემადგენლობის შევსებას ადგილობრივი კადრებით.
კლუბს ჰყავს გენერალური სპონსორი, ასევე მათ გვერდით დგას რამდენიმე მსხვილი, საშუალო თუ დაბალი შემოსავლის ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესი, რომლებიც მთლიანად უზრუნველყოფენ მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას და კლუბში დასაქმებული პერსონალის გამართულ მუშაობას, ფრენბურთელების უმაღლეს სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებას.
სერია-A3-ის მორიგ ტურში, 26 დეკემბერს "ნაპოლი"-მ "სორენტო" -ს უმასპინძლა. "Siani"-ს დარბაზი მატჩის დაწყებამდე მთლიანად შეივსო და თითქოს ჩვეულებრივ კალენდარულ თამაშზე, მით უმეტეს საშობაო დღესასწაულის ფონზე, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა როგორ უყვართ სპორტი იტალიაში, როგორ პატივს სცემენ თავიანთ საყვარელ გუნდს და ბოლომდე მხარში უდგანან.
მატჩი დინამიკური, სასიამოვნო საყურებელი გამოდგა, მიუხედავად უფრო გამოცდილი სტუმართა გუნდის უპირატესობისა, ნეაპოლელებიც ბოლომდე იბრძოდნენ, განსაკუთრებით მეორე პერიოდში მარკო ჩეფარიელოს კარგი თამაშის წყალობით რამდენჯერმე შეძლეს დაწინაურება, მაგრამ საბოლოოდ სამივე პერიოდი "სორრენტო"-ს გამარჯვებით დასრულდა-19:25, 24:26, 21:25. ბრწყინვალე იყო სტუმართა ტანმაღალი ფრენბურთელი დავიდ სზაბო, რომელიც ყველა გადამწყვეტ მომენტში უშეცდომოდ გაისარჯა და მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა თავის გუნდს.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, "ნაპოლი"-ს მთავარმა მწვრთნელმა სერჯიო კალაბრეზემ დანანებით აღნიშნა: "საკუთარ კედლებში თამაშის და დარბაზში შექმნილი შესანიშნავი გარემოს მიუხედავად, ძლიერმა მოწინააღმდეგე არ მოგვცა ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ასეთ დონეზე თამაშის დროს ზოგჯერ უძლურები ვართ, მთავარია არ შევწყვიტოთ განვითარების ის ტემპი, რომელსაც ჩვენი კლუბი ადგას და მარცხისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ".
ლაივ-პრესკონფერეციაზე ჩვენი ჟურნალისტი ია ლალუაშვილი მიიწვიეს რესპონდენტის ამპლუაში, რომელმაც ისაუბრა Exclusivetv.ge-ს აღნიშნულ პროექტზე, იქვე შედგა შეთანხმება "ნაპოლი"-ს საშინაო თამაშებზე ჩვენი ჟურნალისტების მუდმივი აკრედიტაციის თაობაზე, ასევე გამოითქვა სურვილი ქართული ფრენბურთის კლუბებთან კონტაქტების დამყარების და შემდგომი თანამშროლობის, ქართველი ფრენბურთელების და ფრენბურთში მოღვაწე პირების სტაჟირება-გადამზადების.
Exclusivetv.ge გააგრძელებს ამ ახალ პროექტს, უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციებს შემოგთავაზებთ, ასევე ყველა დაინტერესებულ ქართველ სპორტსმენს, კლუბს თუ სპორტში მოღვაწე პიროვნებას ხელს შევუწყობთ იტალიის, ევროპის ამ ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ქვეყნის, კლუბებთან და სპორტულ ასოციაციებთან კავშირების დამყარებასა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებაში.
26 დეკემბერი 2023
დარბაზი "Siani", მაყურებელი: 500
ფრენბურთი, იტალიის სერია A3
"QuantWare Napoli" - "Shedirpharma Sorrento" 0:3 (19:25, 24:26, 21:25)
"ნაპოლი" : ქუარანტელი, საკონე, სტარაჩე, ლეონზე, მონდა, კალაბრეზე, მალაგა, ჩეფარიელო, არდიტო, სულისტა, მარტინო, პისკოპო, მატანო, მონტო, პიკოლო.
მთ.მწვრთნელი: სერჯიო კალაბრეზე
"სორენტო": პონტეკორვო, რიჩი მაკარინი, გარჯიულო, პილოტო, პიედეპალუმბო, დისაბატო, დენძა, სზაბო, პროსპერი ტურრი, ბელუჩი, გაროფოლო, გრიმალდი, გოძო, კავასინი, კარკანი, იმპერატორე.
მთ.მწვრთნელი: ფრანჩესკო რაკანიელო
სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის:
ალექსანდრე ნიქაბაძე
ია ლალუაშვილი
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































