რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი გიორგი და ინა ქალდანების შესახებ
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში მოასპარეზე გიორგი და ინა ქალდანებმა, რომლებიც მეუღლეები არიან, საქართველოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.
როგორც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი სოციალურ ქსელში წერს, ეს, უნიკალური შემთხვევაა როგორც პარალიმპიური, ისე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.
„უნიკალური შემთხვევა ოლიმპიური და პარალიმპიური სპორტის ისტორიაში - მეუღლეები, გიორგი და ინა ქალდანები ერთ დღეს ორი მედლის მფლობელები გახდნენ. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები საქართველოში მოდის“, - წერს კომიტეტი.
როგორც პოსტშია აღნიშნული, ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო.
„აღსანიშნავია, რომ ინა მეორე ქართველი პარაათლეტი გახდა, ვინც მედლის მოპოვება ორ პარალიმპიადაზე შეძლო და ქალდანებს, ჯამში, უკვე მესამე პარალიმპიური მედალი აქვთ. ინა ქალდანის ისტორია, ასევე, იმით არის მნიშვნელოვანი და სამაგალითო, რომ ის ტოკიო 2020-ის წინ გახდა დედა და მაშინ, ტოკიოს ვიცე-ჩემპიონობა დამიანე ქალდანს მიუძღვნა“, - აღნიშნულია პოსტში.
ცნობისთვის, მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია.
1784139694
ახალი ამბებიშიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში
„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...
1784138858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...
1784136561
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...
1784134252
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...
1784133607
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...































