სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია!

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასი, რომელიც ქართველი მოფარიკავეს სანდრო ბაზაძის სრული ტრიუმფით და გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სანდრომ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო ყველა პრესტიჟული ტურნირის(მსოფლიოს ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიოს თასი) პოდიუმზე ასვლა.
პირველ წრეში სანდრომ სამხრეთკორეელი პანსოლ ჰა დაამარცხა - 15:12, შემდეგ ეტაპზე ასევე სამხრეთ კორეელ სანგვონ პარკსაც მოუგო - 15:11, მესამე წრეში ამერიკელ მიტჩელ სარონს 15:12 სძლია.
¼ ფინალში სანდრო ბაზაძემ საფრანგეთის წარმომადგენელი ბოლად აპიტი დაამარცხა - 15:10. ნახევარფინალშიც ფრანგ მაქსიმ პიანფეტს მოუგო 15:11.
ფინალში სანდრო იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და ძალიან დამაჯერებლად 15:6 დაამარცხა. ახლა ბაზაძეს კარიერაში მადრიდული ტურნირის სამივე მედალი აქვს მოპოვებული (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო).
დღეს მადრიდში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასი უკვე გუნდურში გაიმართება. სანდრო ბაზაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში (ბექა ბაზაძე, გოგა კაკაურიძე, ვახტანგ არჩვაძე) ჰონკონგთან დაპირისპირებით იწყებს.
1746732761
საზოგადოებაკახა კალაძე: წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ
წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE...
1746732706
საზოგადოებაკახა კალაძე: ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი, ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ
მინდა ირაკლი კობახიძე წარმატებები ვუსურვო, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. ირაკლი კობახიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ, - განა...
1746731830
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...
1746729956
საზოგადოებასაპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით
„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...
1746728531
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...