სანდრო ბაზაძის ვერცხლი სეულის გრან-პრიზე

მსოფლიოს N1 ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სეულის უპრესტიჟულეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელია.

წლის მესამე დასკვნით გრან-პრიზე ქართველმა მოფარიკავემ ტურნირი T64-დან დაიწყო და ფინალამდე ყველა მეტოქის დამარცხება შეძლო, ფინალში კი მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერ სამხრეთ კორეელ სანგუკ ოს შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში 15:14 დამარცხდა.

T64: სანდრო ბაზაძე-ჰაიატო ცუბო(იაპონია) 15:11,

T32: სანდრო ბაზაძე-ფარას არფა(კანადა) 15:13,

T16: სანდრო ბაზაძე-ალი პაკდამანი(ირანი) 15:9,

T8: სანდრო ბაზაძე-ჯუნჰო კიმი(სამხრეთ კორეა) 15:11,

1/2 ფინალი: სანდრო ბაზაძე-მატეო ნერი(იტალია) 15:14,

ფინალი: სანდრო ბაზაძე-სანგუკ ო(სამხრეთ კორეა) 14:15

შეგახსენებთ, რომ 2022/23 წლების სეზონის პირველ გრან-პრიზე ტუნისში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედლის მოგება შეძლო, ხოლო მეორე გრანპრიზე მონრეალში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ასევე გრძელდება ქართველი მოფარიკავეს უნიკალური სერია: სანდრო ბაზაძე გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეათე პრესტიჟული ტურნირის(მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია. სულ მალე სანდრო მონაწილეობას მიიღებს ევროპულ თამაშებზე, რომელიც პოლონეთში 21 ივნისიდან დაიწყება და კვლავ შეეცდება მედლის მოპოვებას და სერიის გაგრძელებას.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746780955

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებები გასაკვირი არ არის, რა ვქნათ, ვიცით, გავიგეთ

ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილება საინფორმაციო ხმაურია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთის მთავრობის გადაწყვეტილებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობ...

შალვა პაპუაშვილი

1746780608

ახალი ამბები

კახა კალაძე: 9 მაისი ბოროტებაზე გამარჯვების დღეა - ვულოცავ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია აგრესია, სიძულვილი და ზიზღი

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მ...

კახა კალაძე

1746779458

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკ...

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

1746778679

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  ქალაქი წალენჯიხა, სოფელი თაია იყო.     მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

აა

1746777458

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა

2022 წელს ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს...

ირაკლი კობახიძე