ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს -81კგ კატეგორიაში გამოვლინდა ჩემპიონ-პრიზიორები და ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც რეიტინგის ლიდერია და პირველ ნომრად იყო განთესილი, საწყის ეტაპზე ალბანელი აჩრაფ მოუტი იპონით დაამარცხა, ასევე ვადამდე დაუმთავრა ბრძოლა მეორე წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, მეოთხედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ორი ვაზარი აართვა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ ჯონჰვან ლის და ფინალში გავიდა, სადაც უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია ერთი და იგივე მეტოქე ჰყავს-ბელგიელი მატიეს კასე. ორთობრძოლა გრიგალაშვილის სრული კარნახით წარიმართა და ერთი ვაზარი საკმარისი აღმოჩნდა მეტოქის დასამარცხებლად და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონობისთვის.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა, ხვალ კი ასპარეზობაში ჩაერთვებიან -90კგ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793131020

სპორტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (87 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკი მუხამადკოდირ რასულოვი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ინფ...

ლაშა გობაძე

1793129963

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ...

არჩილ გორდულაძე

1793128220

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხ...

არჩილ გორდულაძე

1793126317

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონ...

არჩილ გორდულაძე

1793125255

საზოგადოება

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...

მასწავლებლის ეროვნული პრემი