VIDEO: სრული დომინაცია! მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეათედ იჩხუბა. მისი მეტოქე ამჯერად 36 წლის ბრაზილიელი ჟოზე ალდო იყო, რომელსაც ქართველმა მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ აჯობა და UFC-ში ზედიზედ მე-8 გამარჯვება იზეიმა.
მერაბი ბრწყინვალედ ჩხუბობდა, მან სამ 5-წუთიან რაუნდში მეტოქე სრულად დაჩაგრა. დვალიშვილი დომინირებდა და მეათე ბრძოლაში მერვე მოგებაც დამსახურებული იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით, დვალიშვილმა მეტოქე სამივე რაუნდში დაამარცხა - (29-28, 29-28, 30-27).
მერაბმა კარიერაში მე-15 მოგება იზეიმა, ხოლო UFC-ში მერვედ მოიგო. ქართველ სპორტსმენს UFC-ში ტაირონ ვეარი, ბრედ კანტონა, კეისი კენი, გუსტავო ლოპესი, ჯონ დოდსონი, კოდი სტამანი მარლონ მორაესი და ახლა უკვე ჟოზე ალდო ჰყავს დამარცხებული.
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...





























