ვილი სანიოლი: ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები - "გააგრძელე თავდაუზოგავი ვარჯიში და ბევრი იშრომე"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტის თქმით, "კვარას" "ნაპოლიში" თამაში მხოლოდ წაადგება და უკეთეს ფეხბურთელად აქცევს.

"კვარაცხელია იტალიაში თავს კარგად გრძნობს. აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი გამოცდაა.

მშვენივრად ასპარეზობს, მისი ძალიან მჯერა.

როგორც კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდი, "კვარას" საფეხბურთო უნარები მაშინვე შევამჩნიე.

ქართველს გამორჩეული საფეხბურთო თვისებები და ეფექტურობის წარმოუდგენელი უნარი აქვს.

ვფიქრობ, სპალეტის ხელში კიდევ უფრო გაუმჯობესდება, "ნაპოლის" ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

კვარაცხელია ახლა ზრდის ეტაპს გადის, მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები - "გააგრძელე თავდაუზოგავი ვარჯიში და ბევრი იშრომე".

უამრავი კარგი მოთამაშე გვინახავს, რომლებმაც ზრდა შეწყვიტეს და ახლა ჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან.

არ მინდა, ხვიჩას შემთხვევაშიც ასე მოხდეს.

ის ტოპ მოთამაშე უნდა გახდეს, წარმატების საიდუმლო კი თავდაუზოგავი შრომაა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად არ მიდის.

მაკედონიასთან მატჩამდე, იმედი მაქვს, უფრო ძლიერი დაბრუნდება.

ჩემი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა.

ბულგარეთთან და მაკედონიასთან (პირველ შეხვედრაში) იდეალურად გამოიყურებოდა.

ველოდები, რომ სანაკრებო თამაშებს კარგ ფორმაში შეხვდება", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით მორიგ მატჩს მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ:

* CNN: ოკუპირებულ ბერდიანსკში, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირი ავტომობილში ააფეთქეს

* "ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება" - ჰერმან საბო 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი

1793622877

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ

ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...

კახა კალაძე

1793620541

ახალი ამბები

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...

სადგურის მოედანზე ხანძარია

1793620384

საზოგადოება

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...

გეკა გელაძე

1793619738

საზოგადოება

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...

გეკა გელაძე