"ადამიანებს უნდა გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა და საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება" - ჰერმან საბო
"თუ მართლა გვინდა, რომ იმ რეგიონში, სადაც საქართველოა და იმ საფრთხეებში, რაც საქართველოს აქვს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს იარაღის გამოყენება, მოდი, მოვხსნათ ყველა ის ბარიერი, რომლებიც ადამიანებს ჩვენ აქ პარლამენტში თუ მთავრობაში შევუქმენით იარაღთან ურთიერთობის სფეროში", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
საბოს თქმით, საქართველოში ლეგალური იარაღის შემოტანა უნდა გამარტივდეს და მოიხსნას იარაღთან ურთიერთობის სფეროში სხვადასხვა ტიპის ბარიერები.
"ჩვენს სიტუაციაში გამოსავალი ისაა, რომ შევქმნათ ნაბაყოფლობითი რეზერვი თუ ტერიტორიული თავდაცვა და ადამიანებს გავუადვილოთ იარაღის მოხმარების სწავლა თუ საბაზისო სამხედრო განათლების და წვრთნის მიღება, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავამარტივოთ სასროლეთების მოწყობა.
გავამარტივოთ ლეგალური იარაღის შემოტანა საქართველოში.
მოვხსნათ ბარიერები სასროლეთებში იარაღის გადატანაზე და ვარჯიშზე.
შევიმუშაოთ ასიმეტრიული ომისა და ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, რომ ყველა ადამიანს მართლა ჰქონდეს შესაძლებლობა გასაჭირის ჟამს გახდეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამის დამცველი, იქნება ეს ოჯახი, უბანი თუ ქვეყანა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...




























