ვლადიმერ ჭინჭარაულს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს

 იუსტიციის სამინისტროს ვერცხლის მედალოსანი თანამშრომელი სამშობლოში დაბრუნდა.

სამინისტროს ინფორმაციით, პარამსროლელ ვლადიმერ ჭინჭარაულს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

 ვლადიმერ ჭინჭარაული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელი და არაერთი საერთაშორისო ტიტულის მფლობელია.

2024 წლის 4 სექტემბერს ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზში, პარალიმპიადაზე, R9 კატეგორიაში შაშხანით 50 მეტრზე სროლის ფინალში ასპარეზობისას 248,2 ქულა დააგროვა და პარალიმპიადაზე საქართველოსთვის პირველი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750437302

მსოფლიო

პუტინი: „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება უკრაინის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა

 უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება კიევის რეჟიმის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური...

ვლადიმირ პუტინი

1750433859

ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

 პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარ...

პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ

1750431389

საზოგადოება

პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და...

საქართველო

1750428952

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის - ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა

ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თ...

 რატი იონათამიშვილი

1750427729

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ფინალშია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი. ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჩ...

საქართველოს ძიუდოს ნაკრებ