"ახლა მარიუპოლი დგას ჩვენი ჯარისკაცების გმირობაზე" - დენის პროკოპენკო

უკრაინის ეროვნული გმირი, "აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკომ მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე დმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მარიუპოლის დამცველები მძიმე პირობებს უძლებენ და თავდაუზოგავად იბრძვიან იმ იმედით, რომ უკრაინის ხელისუფლება ქალაქის მტრის ბლოკადისგან გათავისუფლებას მოახერხებს.

"ბრძოლა ქალაქის ქუჩებში გადავიდა, იმის გათვალისწინებით, რომ დაუნგრეველი შენობა, პრაქტიკულად, აღარაა დარჩენილი.

ახლა მარიუპოლი დგას ჩვენი ჯარისკაცების გმირობაზე.

ვითარება საკმარისად რთულია, მაგრამ კონტროლირებადი.

ყველა ჯარისკაცი იბრძვის იმ იმედით და რწმენით, რომ ადრე თუ გვიან მარიუპოლის დებლოკადირების ოპერაცია განხორციელდება.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ ოპერაციის ჩატარება რეალური და შესაძლებელია.

უკვე 30 დღეზე მეტია ვიცდით და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება.

ეს უთბობს გულს თითოეულ ჯარისკაცს, რომელსაც ამ არაადამიანურ პირობებში უწევს მძაფრ ბრძოლებში მონაწილეობა, იბრძვის თითოეული ქუჩისთვის, თითოეული სახლისთვის.

მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში თავს არ ზოგავს. ამ იმედით ცხოვრობს და სჯერა, რომ მოვა დახმარება, რომელიც დაგვეხმარება მოწინააღმდეგის განადგურებაში, მარიუპოლზე კონტროლის აღდგენაში და სხვა მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული სხვა ქალაქების გასათავისუფლებლად წინსვლაში.

ოკუპანტის ჯარი 14 ათასამდე სამხედროს ითვლის.

ძალების შეფარდება ჩვენ სასარგებლოდ არაა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაბრკოლებს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ბრძოლა, მივაყენოთ კონტრშეტევები, ვცდილობთ ინიციატივის აღებას. ეს საკმაოდ ძნელია, მაგრამ ვიმეორებ, ეს დგას სულის სიძლიერეზე, გმირობაზე და დებლოკადირების იმედზე," - აღნიშნა დენის პროკოპენკომ.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპანტებმა კიევის მიმართულებით შეტევაზე დროებით უარი თქვეს და ძალები დონბასისკენ მიმართეს, უახლოეს დღეებში მარიუპოლში ბრძოლის კიდევ უფრო გამძაფრებას მოელიან.

"ძალები არ ეყოთ ნომერ პირველი მიზნის - კიევის აღების მისაღწევად და ახლა მთელი ძალების კონცენტრაცია ხდება დონბასზე და ყირიმთან სახმელეთო დერეფანზე. ეცდებიან მარცხენა ნაპირის უკრაინის დაპყრობას," - განაცხადა პროკოპენკომ.

პროკოპენკომ კატეგორიულად უარყო რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებულ ბრალდება, იმის შესახებ თითქოს მარიუპოლის თეატრის განადგურება არა რუსების, არამედ აზოვის პოლკის ბრალი იყო.

პროკოპენკოს ინფორმაციით, შენობაში, რომელიც რუსულმა ჭურვებმა თითქმის, საძირკვლამდე დაანგრია 800-მდე ადამიანი იმყოფებოდა, 300 კი აფეთქებას ემსხვერპლა, დაახლოებით 500-ის ამოყვანა მოხერხდა, თუმცა ადამიანების ნაწილი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება და დიდი ალბათობით, ცოცხლებიც არ არიან.

პროკოპენკოს თქმით, მარიუპოლში 24 თებერვლის შემდეგ ჰუმანიტარული დერეფანი არ ყოფილა და უბრალოდ ხდებოდა მოსახლეობის გაფანტულად ევაკუირება, პირველი მარტის შემდეგ კი ესეც გართულდა.

"იყო სროლები, მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონდა ჩვენთან დაკითხვაზე მიჰყავდათ და მათი შემდგომი ბედი ჩვენც აღარ ვიცით.

პირველი მარტის შემდეგ ქალაქის დატოვება უკიდურესად გართულდა.

ვეცადეთ ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობას ქალაქში, იმისთვის, რომ რამენაირად მშვიდობიანი მოსახლეობა საკვებით და სხვა საჭიროებებით უზრუნველგვეყო, მაგრამ მოწინააღმდეგემ ამის საშუალება არ მოგვცა.

ეს არა მხოლოდ რაიმე საერთაშორისო სამართლის, ან ჟენევის კონვენციის დარღვევა კი არა, ნამდვილი ომის დანაშაულია, იმიტომ რომ ჩვენ სამხედროები ვართ, ჩვენ მზად ვართ ამ ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ, ეს ჩვენი ვალი და მოვალეობაა, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად დატოვება აქ, რომელთაც არანაირი კავშირი

სამხედრო საქმესთან არ აქვთ, დაუშვებელია. ძალიან ბევრი ადამიანის რუსეთში ევაკუაცია მოხდა ძალით, იარაღის მუქარით," - განაცხადა პროკოპენკომ.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები პროპაგანდისთვის იღებენ ვიდეოებს, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებიან, კამერის გათიშვის შემდეგ კი კვლავ მოროდიორობა, ძალადობა და გაუპატიურება იწყება.

რაც შეეხება სამხედროების საკვებით უზრუნველყოფას, დენის პროკოპენკო ამბობს, რომ ამ მხრივ სიტუაცია უკიდურესად რთულია, თუმცა ისინი უძლებენ:

"ჩვენ ხალხს შიმშილისგან გული მისდით. კვების რაციონი უკიდურესად შეზღუდულია. დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ ვჭამთ.

ამ რესურსით ქალაქს კიდევ დიდხანს შევინარჩუნებთ, ვსწავლობთ ეკონომიას.

არაა იმის ფუფუნება, რომ ჯარი უზრუნველვყოთ წყლით და საკვებით, მარაგები იწურება, მაგრამ ეკონომიას ვაკეთებთ. სამწუხაროდ სიმართლეა, რომ თოვლს ვადნობთ ან წყალს გამათბობლებიდან ვსვამთ. ამას ვიყენებთ მძიმედ დაჭრილებისთვისაც.

ეს ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან ასეთ პირობებში ყოფნა უწევთ სამოქალაქო პირებსაც.

თქვენ ინტერვიუმდე დავიბანე თავი, მაგრამ აქ შხაპი საერთოდ არ არის. არანაირი გათბობა აქ არაა. გარეთ შედარებით დათბა +6 , +7-ია, მაგრამ მკაცრი კლიმატია, ქარი და ნესტია და +3 იგრძნობა, საკმაოდ ცივა," - აღნიშნა პროკოპენკომ.

ეშინიათ თუ არა "აზოვის" მეომრებს - პროკოპენკო ამბობს, რომ ის მებრძოლების თვალში არა შიშს, არამედ მტრის სიძულვილს ხედავს:

"მე უფრო მეშინია და ვღელავ ჩემს პირად შემადგენლობაზე, საკუთარ თავზე არა. შიშს ვერ ვხედავ ვერც უკრაინელი მებრძოლების თვალებში, ვხედავ სიძულვილს.

ისინი მზად არიან თავდაუზოგავად იბრძოლონ.

როდესაც ადამიანი მესამე, მეოთხე ჭრილობის შემდეგ ხელში ისევ იღებს ავტომატს და კბილების ღრჭენით და ტკივილის მოთმენით ისევ ბრძოლაში მიდის, არ მჯერა, რომ ამ ხალხს ეშინია," - განაცხადა პროკოპენკომ.

დენის პროკოპენკოს თქმით, მას რუსეთის ნდობა არ აქვს და შესაბამისად არც უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების დადებითი შედეგების სჯერა:

"როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლება, უფრო მეტიც, არ შეიძლება ნდობა.

რეფერენდუმის ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციურად შეუძლებელია. იმისთვის რომ ეს განხორციელდეს რუსეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს უკრაინიდან.

მე ეს არ მჯერა.

რითი დამთავრდება ეს მოლაპარაკებები პროგნოზი რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული ვერ იქნება," - აღნიშნა აზოვის პოლკის მეთაურმა.

ინტერვიუს ბოლოში თავად გადაცემის წამყვანმა დმიტრი გორდონმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს და მოუწოდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს მარიუპოლის დებლოკადირებისთვის.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"ცხინვალში ტყვია გავარდნილა... ასეთი რამ გინახავთ? ადამიანები იღვიძებენ იმ მიზნით, რომ საქართველოს შეუქმნან პრობლემა და ქართველი ხალხი დაზაფრონ" - ირაკლი ლატარია "მთავარ არხზე"

🔵კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ დედაჩემი აღარ არის - დომენიკ მანგო

🔵ირაკლი ღარიბაშვილი არის კაცი, პატრიოტი,ვინც მას ძირს უთხრით, არავის დაგინდობთ, მე ერთი მოგივლით - ნინო ჯღარკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791462327

საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ

მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

1791461228

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...

დაკავება, პოლიცია

1791460357

საზოგადოება

ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...

პარლამენტის დეპუტატი

1791459717

ახალი ამბები

მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...

მეგი გოცირიძე

1791459560

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს

„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...

ირაკლი ქადაგიშვილი