არ ვაპირებთ რუსულ ბაზარზე პროდუქტის გატანას - "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია"
"რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარზე აპირებენ საკუთარი პროდუქტების შეტანას.
"რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია" 20-ზე მეტ კომპანიას და ინდ.მეწარმეს აერთიანებს. ასოციაციის დირექტორი ადასტურებს მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს შორის ქართული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ამბობს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მთავარი ამოცანა ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფაა პროდუქციით.
"სიტუაციიდან გამომდინარე, სირთულეები შეექმნათ [რუსეთში] და უნდათ საიდანღაც რაღაც პროდუქტები შეიტანონ, მაგრამ ჩვენი ასოციაციის და მასში შემავალი კომპანიების მყარი პოზიციაა, რომ არ ვაპირებთ რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანას, საერთოდ. არსებულ სიტუაციაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართველი მომხმარებლების სურსათით უზრუნველყოფა და არცერთ კომპანიას არ აქვს გეგმაში, მით უმეტეს, არსებულ სიტუაციაში რუსეთის ბაზარზე შევიდეს. არცერთი ქართული კომპანია არ შეიტანს პროდუქტებს რუსეთის ბაზარზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას კახაბერ კონიაშვილმა. ის განმარტავს, რომ ქართულ კომპანიებს ამ დრომდე ექსპორტზე პროდუქტები ამერიკაში, დუბაიში, ისრაელში გაჰქონდათ და მუშაობას კვლავ ამ მიმართულებით გააგრძელებენ.
"მანამდე არ გაგვქონდა და ახლა, ამ ომის პერიოდში, წარმოუდგენელია ვინმემ რუსულ ბაზარზე გაიტანოს პროდუქცია. ეგ კი არა, ახლა იმაზე ვმუშაობთ, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფარგლებში უკრაინას გავუწიოთ დახმარება და როგორც გითხარით, ადგილობრივი ბაზარი რჩება პრიორიტეტად", - ამბობს კახაბერ კონიაშვილი.
წყარო:რადიო თავისუფლება
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵38 ბავშვი დაიღუპა, 71 - დაშავდა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად - უკრაინის სახალხო დამცველი
🔵უკრაინის გენერალური პროკურატურა თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას გეგმავს
🔵ბრძოლა კიევთან ახლოს მიმდინარეობს, ჩვენი სამხედროები კიევს ნებისმიერ ფასად დაიცავენ! -
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...































