მაკრონმა და შოლცმა პუტინს 75 წუთი ესაუბრეს და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

მაკრონმა და შოლცმა პუტინს 75 წუთი ესაუბრეს და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამმხრივი სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 75 წუთს გაგრძელდა.

მაკრონმა და შოლცმა ასევე სთხოვეს პუტინს, რომ „კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებაზე გადავიდეს“.

გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების დამატებით დეტალებს არ გაამჟღავნებდნენ.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პუტინმა ევროპელ ლიდერებს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა და აგრეთვე მათ შეშფოთებას უპასუხა ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კრემლმა მოლაპარაკებების მეტი დეტალი არ დააკონკრეტა.

პუტინთან საუბრამდე, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და მხარეები „მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე“ შეთანხმდნენ.

ასევე საინტერესოა:

🔵 სარფის საბაჟოს გადაკვეთის დროს თურქული მხარისთვის პისიარის და სწრაფი ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა

🔵 გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხტაის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - პაპუაშვილი უკრაინის რადას თავმჯდომარეს მიმართავს

🔵 აშშ: „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი

1792833199

ახალი ამბები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს