მარიუპოლიდან ევაკუირებული 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი ამბები - სუსტი გულის ადამიანებმა არ წაიკითხოთ

მარიუპოლიდან ევაკუირებული 16 წლის კატიას სულის შემძვრელი მონათხრობი:

⭕️ „ჩვენ ტუალეტში დავდიოდით, გვეძინა, ვჭამდით საკვების ნარჩენებს ერთ სარდაფში.

როგორღაც, კოლია ბიძიამ მტრედი დაიჭირა, ეს იყო ალბათ, მეხუთე ან მეექვსე დღეს, და ჩვენ ის შევწვით, და შევჭამეთ.

მერე კი, ჩვენ ყველამ ვაღებინეთ.

⭕️ „როცა ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა, ხოლო ჩვენ [გვამი] ვერ გავიტანეთ, მას სუნი აუვიდა.

შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და კოლია ბიძიამ ის გაიტანა, თავად კი, ნანგრევებში მოჰყვა.

დედა ძალიან ტიროდა.

მამის სიკვდილის შემდეგ, კოლია ბიძია ყველაზე ახლობელი ადამიანი იყო. ...გვამები ისე ყარს.

ისინი ყველგან იყო.

მე ძმას დედის შარფი ჩამოვახურე თვალებზე, რათა ეს არ ენახა"

⭕️ "დედა ბოლომდე უძლებდა.

ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე, ის გარდაიცვალა.

მე ძმას ვუთხარი, რომ მას ღრმად სძინავს და გაღვიძება არაა საჭირო.

თუმცა, მგონი, ის ყველაფერს მიხვდა"

⭕️ „იცით, როგორია ტკივილის შეგრძნება? მე ერთ დროს ბიჭი შემიყვარდა, მას კი, არ ვუყვარდი.

და მეგონა, რომ ეს მტკივნეულია.

აღმოჩნდა, რომ მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება.

ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები.“

და ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან. ის ნესტიან და ბნელ სარდაფში დარჩა".

⭕️ „მე მძულს რუსეთი.

ჩემი ღვიძლი ბიძა იქაა.

იცით, მან დღეს ტელეფონში რა მითხრა? „კატია? რომელი კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რომელი ომი, რომელი კატია?“

შემდეგ კი, სხვა ნომრიდან მომწერა: „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ.“

მე ვერ ვიტან მათ!

ეს ხომ მისი ღვიძლი და იყო?!

ასე როგორ შეიძლება?"

⭕️ „...იცით, მე ვფიქრობ, დავბრუნდები მარიუპოლში.

და ვიცხოვრებ იქ იმავე ადგილას.

და ყოველთვის, ერთსა და იმავე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და ყვავილებს დავდებ.“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791403905

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791401340

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: მინდა, ვიქონიო იმედი, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც წყვეტენ ამ საკითხებს, არ იქნებიან ისეთივე ხისტები და არასამართლიანები, როგორიც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები არიან

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი იმედოვნებს, რომ კონკრეტული სახელმწიფოების ლიდერები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის საკითხს წყვეტენ, არ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791399288

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1791397458

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია, გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გამოფხიზლდეს ხანგრძლივი ძილისგან და კვლავ ააგიზგიზოს ის ცეცხლი, რომელიც აქ ათასწლეულების წინ აინთო, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საბერძნეთის...

მარკო რუბიო

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო