„მარიუპოლში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად უკრაინელმა სამხედროებმა წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტონ და იარაღი დაყარონ“ - პუტინი მაკრონს ესაუბრა

პუტინისა და მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინული გამოცემა "უნიანი" ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. პუტინის თქმით, რუსი ოკუპანტები მარიუპოლის მცხოვრებლების ევაკუაციას ახდენენ. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

პუტინი ამბობს, რომ მარიუპოლში "რთული ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად" უკრაინელმა მებრძოლებმა "იარაღი უნდა დაყარონ".
 
"რუსეთის პრეზიდენტმა დეტალურად აცნობა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევის შესახებ, მათ შორის მარიუპოლიდან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის მოსაგვარებლად უკრაინელმა სამხედროებმა უნდა შეწყვიტონ წინააღმდეგობა და დაყარონ იარაღი,"- აღნიშნულია ოფიციალური რუსეთის განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 გამწარებულმა, გაქცეულმა ფარჩაკებმა მთელი ღამე ისეთი დაბომბვა დაიწყეს გადაწვეს მთელი ქალაქი - რას წერს უკრაინაში საომრად წასული ალეკო ელისაშვილი?

🔵 „ხალხო, საქართველოში წეწვა-გლეჯვა მიდის თემაზე გმირი ვარ თუ არა...არ მინდა ეს გმირობა, რას გადამეკიდა ეს კაცი“ - რას წერს დომენიკ მანგო?

🔵  მიხეილ ყაველაშვილი: ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში ... ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო...

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია