„მოსახლეობა ალყაშია, სარდაფებში იმალებიან, მიცვალებულებსაც კი ვერ კრძალავენ“ - ვითარება ქალაქ ბუჩაში

რუსმა სამხედროებმა ღამით,  კიევის ოლქში ქალაქი ბუჩა ისევ დაბომბეს. ქალაქი „ალყაშია“ - აცხადებს ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი.

როგორც მან უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, მოსახლეობას არ აქვს წყლისა და საკვების შეძენის საშუალება, არ აქვთ შუქი და გადაადგილების უფლება. ადგილობრივები სარდაფებში იმალებიან.

უკრაინული გამოცემა УНІАН წერს, რომ ბუჩაში და კიევის რეგიონის მიმდებარე დასახლებებში ხალხი ფაქტობრივად მძევლად აიყვანეს და მათ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის დაკრძალვაც კი არ შეუძლიათ.

„ფაქტობრივად, მეშვიდე დღეს ბუჩა, ვორზელი და გოსტომელი - ომის დაწყებიდან მძევლად აიყვანეს რუსულმა ჯარებმა. იყო მცდელობები ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან და თითქმის განდევნეს რუსული ჯარები, მაგრამ ერთი დღის შემდეგ ისევ მოვიდნენ. ისინი აკონტროლებენ მთავარ ქუჩებს და ესვრიან ხალხს. მოსახლეობამ მოკლე დროში უნდა დატოვოს სახლები, როცა არ იქნება დაბომბვა
", - განაცხადა ქალაქ ბუჩას მერმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 ჩეხეთის პრეზიდენტი ზელენსკის ქვეყნის უმაღლეს ჯილდოს გადასცემს

🔵 იტალიაში ეპიდემიის მრუდი გაიზარდა

🔵 ლოცვა ერისა და მამულისათვის - „განამტკიცებდენ საზღვართა მისთა, რაჲთა არა დასადრგუნველ იქმნეს მარბიელთა უცხოთა ტომთა“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა