რა თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში?

კრემლის პოლიტიკის შესახებ

“სამწუხაროდ, იქ ვერ ვხედავ უკრაინის დამოუკიდებლობის გზას. ეს ზოგადად ჩვენი ტრაგედიაა თქვენთან... არსებობს ორი საზოგადოება და უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ხალხები და შემდეგ მმართველები. მოხდა ეს ტრაგედია - ჩვენი აღქმა თქვენი ხელისუფლების მხრიდან არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ როგორც ერთგვარ პროდუქტად, როგორც რაღაც დიდი ორგანიზმის ნაწილად, რომლის სათავეშიც რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ხედავს საკუთარ თავს.
ჩვენ, უკრაინელები თავს არ მივიჩნევთ ატავიზმად. ჩვენ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ - დიდი, ღრმა ისტორიით და ზნეობით. მორალზე და ერთიანობაზე არც არაფერია სათქმელი.
არ ვიცი, რა გავრცელდა და რა ეგონათ იქ, რუსეთში, მაგრამ ალბათ თქვეს, რომ აქ გელოდებით ყვავილებით და ღიმილით; რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა - მოქმედ პრეზიდენტს არ უჭერენ მხარს, მმართველ პარტიას არ უჭერენ მხარს. ამაში 99,9%-ით ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ხელისუფლებას ასე ეგონა.

📌 მარიუპოლის შესახებ

“ქალაქს რუსმა სამხედროებმა ბლოკადა მოუწყეს. მარიუპოლიდან ყველა შესასვლელი და გასასვლელი დაბლოკილია; პორტი დანაღმულია; ქალაქის შიგნით ჰუმანიტარული კატასტროფა ცალსახაა, რადგან საკვებით, წამლითა და წყლით იქ შესვლა შეუძლებელია. რუსი სამხედროები ჰუმანიტარულ კოლონებს ცეცხლს უხსნიან, მძღოლები იღუპებიან - რა ბედი ეწევა ამ ტვირთებს, ვერ გეტყვით.

რუსი სამხედროების შესახებ

“არ ვიცი, მანდ დადეს ფიცი ან აქ დაპირდნენ რაღაცეებს… მაგრამ ბევრი ბავშვია, ვინც არ იცოდა სად მიდიოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრი სისულელეებს ლაპარაკობს და შიშისგან იტყუება - არ იცის, რა იქნება. შემდეგ კი როცა ხედავენ, რომ მათ ნორმალურად ექცევიან, რადგან ომია და ეს სხვადასხვანაირად ხდება - ბევრი შოკირებულია.
ჩვენ გვაქვს უამრავი ჩანაწერი რუსი ჯარისკაცების სატელეფონო საუბრების, სადაც ამბობენ: “დღეს ფეხში ვესროლე საკუთარ თავს და პაშამაც რაღაც ასეთი გააკეთა”.

რუსებისადმი დამოკიდებულების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვარ და საკმაოდ პრაგმატული ადამიანი უნდა ვიყო, 24 თებერვლის შემდეგ დამოკიდებულება გაუარესდა. ძალიან გაუარესდა. ემოციური კომპონენტი ურთიერთობისა რუსეთის ფედერაციასთან, ხალხთანაც დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალურად მესმის, რომ რუსეთში ბევრია უკრაინის მხარდამჭერი - მადლობელი ვარ მათი, რომელიც სამართლიანობისა და უკრაინის მომხრეა... ისინი შეიძლება ზეპირი სიტყვის გარეშე, პატიოსანი ჟურნალისტური შრომის გარეშე, რუსი ადამიანის შინაგანი პოტენციალის გარეშე, სამართლიანობისა და უკრაინის მომხრეა... დიახ, იყოს ის, პირველ რიგში, თავისთვის! დიახ, იყოს ის უსიტყვოდ - რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ სიტუაციაში უკრაინის მხარეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ომი კარგს ვერაფერს მოუტანს არც ამ რუს ხალხს. მაგრამ დამოკიდებულებები გაუარესდა მთელ მოსახლეობაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია