რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს

უკრაინის გენშტაბი იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაჰყავთ.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, კარდინალურად შემცირდეს საბრძოლო მოქმედებები კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

🔸ახლა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.

🔸საომარი მოქმედებების პირველ დღეებში რუსეთის ჯარებმა მოახერხეს კიევთან და ხარკოვთან მიახლოება, კონტროლს დაუქვემდებარეს ხერსონი და სამხრეთ უკრაინის ტერიტორიების ნაწილი. თუმცა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რუსული ჯარებს არ აქვთ წინსვლა.

🔸საომარი მოქმედების დაწყებიდან ერთ თვეში, რუსეთის არმიამ და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა მოახერხეს დაემყარებინათ კონტროლი უკრაინის მიერ ადრე კონტროლირებადი ტერიტორიების ნაწილზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, მაგრამ რამდენიმე დიდი ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლს ექვემდებარება - მათ შორის სლავიანსკი, კრამატორსკი, ლისიჩანსკი და სხვა. მარიუპოლში გრძელდება ბრძოლები.

🔸პენტაგონი არ ადასტურებს უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის აბსოლუტურ უპირატესობას.

🔸რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უკრაინაში ოპერაციაში მონაწილეობდნენ წვევამდელებიც. ოფიციალური უარყოფის მიუხედავად, ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება.

🔸რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, „სპეციალური ოპერაციის“ დროს 1300-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. უკრაინა დაახლოებით 10-ჯერ დიდ რიცხვს ასახელებს. ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია.

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე საინტერესოა 

🔷უკრაინის ვიცე-პრემიერი: რუსეთთან შეთანხმებით უსაფრთხოების სამი დერეფანი ამოქმედდება, მათ შორის მარიუპოლში

🔷უკრაინული მედია: განეიტრალებულია X ტიპის ორი რაკეტა, რომელიც ლვოვის მიმართულებით ბელარუსიდან ისროლეს

🔷„უთხარი, რომ მათ გავანადგურებ “- პუტინის პასუხი ზელენსკის წერილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია