"სად არის ნატო? აშშ? ევროკავშირი? ამ ყველაფრის თავიდან აცილება მათ უკვე დააგვიანეს" - გვარდიოლა უკრაინის მოვლენებზე
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს გმობს და აცხადებ, რომ
"ეს რაც მოხდა, პოლიტიკის, ეკონომიკის, ყველას და ყველაფრის ფიასკოა.
როცა ასეთი რამე ხდება, დაგროვილი ზიზღი თაობებს გადაეცემა და ამ ზიზღის გაქრობას, შესაძლოა, საუკუნე დასჭირდეს.
უკრაინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს, იმას, რაც მას გაუკეთეს.
შენთვის ხარ, შენ სახლში, სკოლში მიდიხარ, სადილობ, ვახშმობ და ერთი კაცის გადაწყვეტილების გამო მთელი ქვეყანა გენგრევა.
წარმოიდგინე, ეს რომ ჩვენს ქვეყნებში ხდებოდეს, შენთან პორტუგალიაში, ან ჩემთან კატალონიაში.
ვიღაც კაცი, რაღაცას გადაწყვეტს, თავს დაგესხმება და ოჯახის წევრებს, მეგობრებს მოგიკლავს.
ყველაფერს კარგავ და იძულებული ხარ, სხვა ქვეყანას შეფარო თავი.
არადა, ამაში არც მე ვარ დამნაშავე და არც შენ.
სად არის ნატო? სად არის აშშ? სად არის ევროკავშირი? ამ ყველაფრის თავიდან აცილება მათ უკვე დააგვიანეს.
ეს კაცობრიობის აბსოლუტური ფიასკოა, ყველა პოლიტიკური ინსტიტუციის ფიასკო.
პოლიტიკოსების ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ ცოტათი უკეთ ვიცხოვროთ.
ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვმუშაობთ და გადასახადებს ვიხდით.
პოლიტიკოსებს მხოლოდ ის ევალებათ, რომ ასეთი რამე არ ხდებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ ეს, მხოლოდ და მხოლოდ!
ისინი ლუზერები არიან!",- აცხადებს გვარდიოლა.
სხვა სიახლეები:
1791467835
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...
1791467679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...
1791465160
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...



























