თუ ზელენსკი მეორე ვადით არ იყრის კენჭს, საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას - არესტოვიჩი
ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, არესტოვიჩი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურასაც წარადგენს - ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN-ი წერს.
თუმცა, არესტივიჩის თქმით, თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"ახლა ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს. ყველა საუბრობს ჩემს რეიტინგზე, თუმცა ჩემი რეიტინგი, პრეზიდენტის ახლანდელი რეიტინგია. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ ვანსხვავებ და მე არასდროს ვუცრუებ იმედს ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ. მე შეიძლება მათზე სხვადასხვა აზრი გამაჩნდეს, თუმცა მე არასდროს ამას არ გამოვიტან. ხომ გვაქვს ამის გამოცდილება?!
1.5 თვეა, რაც პრეზიდენტის ოფისიდან წამოვედი, ჩემგან, ერთი სიტყვაც არავის გაუგია. ამიტომ, სანამ პრეზიდენტი პრეზიდენტია, უმაღლესი მეთაური, ასევე საომარი მდგომარეობაა, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ჩემთვის არაკორექტულია.
მეორე - თუ ის [ზელენსკი] მეორე ვადით წავა, რა თქმა უნდა, მე მას "ხელს არ შევუშლი", არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. თუ არ წავა მეორე ვადით - მე წავალ (პრეზიდენტობის კანდიდატად იყრის კენჭს)," - ამის შესახებ ოლექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"თუ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში გაიხსნება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება" – პესკოვი
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...





























