უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა - დაიღუპა მისი არ დაბადებული შვილიც
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის ასია დოლინას ცნობით, რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მე-3 ბავშვთა (სამშობიარო) საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა.
ამის შესახებ დოლინა ფეისბუკზე წერს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა.
"მარიუპოლის მე-3 ბავშვთა (სამშობიარო) საავადმყოფოს დაბომბვის ადგილიდან ვიდეო/ფოტო სიუჟეტებიდან ცნობილი პირველი ორსული გოგონა, რომელიც საკაცით გაიყვანეს, ვერ გადარჩა.
და მისი არ დაბადებული შვილიც ვერ გადარჩა...
მათ გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა, რომელმაც ეს ფოტოები AP-სთვის გადაიღო.
მეორემ - მარიანა პოდგურსკაიამ - გოგონა გააჩინა, როგორც ბევრმა უკვე იცით... და პირველი მძიმედ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა.
PS ვიდეო მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ერთზე მეტი ორსული იყო და ისინი არ არიან მსახიობები - კომენტარებში", - წერს დოლინა ფეისბუკში.
10 მარტს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა. უკრაინული მხარის ინფორმაციით თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.
ამავე თემაზე:
⬛ სამშობიაროს დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 პატარა გოგონაა
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































