"ზაპოროჟიის ატომურ სადგურს ცეცხლი უკიდია, თუ აფეთქება მოხდება ეს იქნება ჩერნობილზე 6-ჯერ დიდი" - ზელენკის საგანგებო მიმართვა მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს, მსოფლიოს საგანგებო განცხადებით მიმართა.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკიდია.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ეს იქნება ევროპის დასასრული:

"ევროპამ უნდა გაიღვიძოს.

ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს ახლა ცეცხლი უკიდია.

რუსული ტანკები ატომურ სადგურს ესვრიან.

ეს არის ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოგამოსახულებით, ასე რომ მათ იციან რას ესვრიან.

ამისთვის მოემზადნენ.

მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს და ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”, ვინც იცის, რომ ატომურ სადგურზე აფეთქებამ ბევრი მსხვერპლი გამოიწვია.

ეს იყო გლობალური კატასტროფა და მის შედეგებს ასობით ათასი ადამიანი ებრძოდა.

ათიათასების ევაკუაცია მოხდა და რუსეთს ამის გამეორება სურს და უკვე იმეორებს, მაგრამ 6-ჯერ დიდი.

ევროპელებო, გაიღვიძეთ გთხოვთ.

უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რუსული ძალები ისვრიან უკრაინის ატომურ სადგურზე.

ზაპოროჟის  ატომური სადგური, ქალაქი ენერგოდარი. იქ ექვსი ენერგეტიკული ბლოკია. ექვსი. ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა.

ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს ლიდერებს, პარტნიორებს, მე უკვე ვესაუბრე შარლ მიშელს, ოლაფ შოლცს,  დუდას, პრეზიდენტ ბაიდენს.

ჩვენ დავუკავშირდით IAEA-ს ხელმძღვანელს და პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს.

მივმართავ ყველას, ვინც იცის  ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა.

რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის.

ევროპელებო გაიღვიძეთ",-მიმართა ზელენსკიმ მსოფლიოს.

უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კიევის დროით 04.00 საათზე გავრცელდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე