ზელენსკი: თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ
"თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ",- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ყველა ერმა, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.
"დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა და თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა, თუმცა მართალი გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ.
რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს.
ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავენ",- განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...
1786134613
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...
1786133091
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...
1786132174
მსოფლიოაშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...
1786129832
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...


























