ზელენსკი: ზაპოროჟიეს სადგურიდან რუსების გაყვანა იქნება გარანტი ევროპის ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ "მხოლოდ რუსების სრული გაყვანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და უკრაინის სრული კონტროლის აღდგენა ქარხნის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე იქნება გარანტია მთელი ევროპისთვის ბირთვული უსაფრთხოების აღდგენისთვის".

მისი თქმით, კოპენჰაგენში კონფერენციის მონაწილეებთან სიტყვის გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ უფრო სწრაფად და მკაცრად უნდა იმოქმედოს.

"კონფერენციის მონაწილეებისადმი ჩემს მიმართვაში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს ბევრად უფრო სწრაფად და მკაცრად. და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიმართა ფარულ ბირთვულ შანტაჟს.

ის, რაც ახლა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ხდება, ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. დღეს რუსეთის მიერ მორიგი დაბომბვა დაფიქსირდა ქარხნის ტერიტორიაზე, ატომური ელექტროსადგურის უშუალო სიახლოვეს.

რუსეთმა ტერორიზმის მსოფლიო ისტორიაში კიდევ ერთი სართული გაიარა. სხვას არავის გამოუყენებია ატომური სადგური ისე აშკარად, რომ დაემუქროს მთელ მსოფლიოს და წამოაყენოს გარკვეული პირობები. და მსოფლიოში აბსოლუტურად ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება ოკუპანტების განდევნაზე ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან. ეს არის გლობალური ინტერესი და არა მხოლოდ უკრაინის საჭიროება", - ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 პარიზის ცენტრში ტურისტის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავეს

🔵 რა ეღირება დოლარი და ევრო 12 აგვისტოს - ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

🔵 წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება 12-13-14 აგვისტოს საქართველოში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789589791

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...

ლევან მახაშვილი

1789588685

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით. დეპუტატი...

ლევან მახაშვილი

1789588233

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა

პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პ...

ლევან მახაშვილი

1789587450

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია

ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1789586275

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თამაზ ბორაშვილი 20 წელია უსაფრთხოების სისტემაშია, პირველი თანამდებობიდან უკვე ხელმძღვანელობამდე, ყველა ეტაპი გავლილი აქვს, ეს მნიშვნელოვანია ინსტიტუციის მდგრადობისა და პროფესიონალიზმისთვის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ცვლილებებისა და ახლად არჩეული ხელმძღვანელის შესახებ ისაუბრა. პაპუაშვილის...

შალვა პაპუაშვილ