ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, ანტონიუ გუტერეშმა განცხადება გაავრცელა, რომელიც დიპლომატმა როზმარი დიკარლომ წაიკითხა.
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით, რეგიონზე პოტენციური გავლენითა და იმ პრეცედენტით, რომელიც ამან შეიძლება შექმნას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების წარმართვის კუთხით“, - განაცხადა გუტერეშმა.
„უკანასკნელი მოვლენები მოჰყვა დაძაბულობის ზრდის პერიოდს, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო და რაც ამ საბჭოში ორჯერ უკვე განვიხილეთ. მე მუდმივად ვუსვამდი ხაზს ყველას მხრიდან საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემის აუცილებლობას, მათ შორის გაეროს წესდების, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს. კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იყო დაცული“, - დასძინა მან.
1767730137
საზოგადოებაილია მეორე: ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დალოცეთ სრულიად საქართველო, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქა...
1767729817
საზოგადოებამართლმადიდებელი სამყარო ქრისტესშობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ტარდება, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილიდან დაიწყება. შ...
1767729668
საზოგადოებაილია მეორე: დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისათვის
სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რო...
1767727814
საზოგადოებასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ...
1767726534
მსოფლიონატოში აშშ-ის ელჩი: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს. უიტეკერის თქმით, დაახლოებით 50 მოკავშირე ქვეყნისგან შემდ...


























