აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი ირანში შეიარაღების გასაგზავნად ემზადება

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანში შეიარაღების, კერძოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჩინეთის ასეთი ნაბიჯი, შესაძლოა, პროვოკაციული აღმოჩნდეს და ხელი შეუშალოს მყიფე ზავს, რომლის წყალობითაც აშშ-სა და ირანს შორის ომი შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეს ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი იგეგმება, სადაც ის ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.

ამერიკული დაზვერვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა და საკვანძო პარტნიორების დახმარებით გადაიარაღდეს.

CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პეკინს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა მესამე ქვეყნის მეშვეობით სურს, რათა საკუთარი თავი შენიღბოს.

იარაღი, რომლის გადაცემასაც პეკინი თეირანისთვის აპირებს, მოიცავს ანტისაჰაერო სისტემას სახელწოდებით MANPAD, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საჰაერო ხომალდების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, „ჩინეთი კონფლიქტის არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდის; გავრცელებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775853102

მსოფლიო

„ჰეზბოლა“ ლიბანის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას ისრაელთან მოლაპარაკებებზე

ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაფასოს იმ მტრის წინაშე დათმობის...

„ჰეზბოლა“ „ჰეზბოლა“

1775850754

მსოფლიო

ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირს, თუ ამერიკა ნატოს დატოვებს

კრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროკავშირს, რათა გაძლიერდეს კონტინენტის თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ლიდერმა, რომელიც აქტიურად ლობირებს საკუთარი ქვეყნი...

ზელენსკი

1775848170

ახალი ამბები

„გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ“ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოსახლეობას მიმართა

აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სთხოვა, რომ ილოცონ...

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი

1775846560

ახალი ამბები

მეუფე შიო: უფალი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან - ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება აღასრულა. გარდამოხსნა სამების...

მეუფე შიო მეუფე შიო

1775845416

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი უკრაინაზე: ნატოს გენმდივნის განცხადება დასტურია იმის, თუ როგორ შეიძლება, წლების განმავლობაში ცრუ მოლოდინში ამყოფო კონკრეტული სახელმწიფო - განუცხადო, რომ ფაქტობრივად, მისი სურვილები განუხორციელებელია

აპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი უნგრეთში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს ე...

დავით მათიკაშვილი