NASA-ს მთვარის მისია Artemis II დედამიწაზე დაბრუნდა
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) Artemis II-ის მისიის კოსმონავტები, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კოსმოსში იყვნენ და მთვარეს შემოუარეს, დედამიწაზე დაბრუნდნენ. ინფორმაციას NASA ავრცელებს.
კოსმონავტები რეიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰანსენი წყნარ ოკეანეში სან დიეგოს სანაპიროსთან დაეშვნენ.
„რეიდ, ვიქტორ, კრისტინა და ჯერემი, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში და გილოცავთ ნამდვილად ისტორიულ მიღწევას. NASA პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და კონგრესს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მათ მანდატი და შესაძლებლობა მოგვცეს, რათა Artemis-ის მისია შემდგარიყო“, - აღნიშნა NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმანმა.
NASA-ს კოსმონავტები წყნარ ოკეანეში ამერიკელმა სამხედროებმა აიყვანეს და ვერტმფრენით სადესანტო ხომალდ USS John P. Murtha-ზე სამედიცინო შემოწმებისთვის გადაიყვანეს. მოგვიანებით ისინი ქალაქ ჰიუსტონში მდებარე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გადაინაცვლებენ.
Artemis II მისია მთვარეზე 2 აპრილს გაემგზავრა. Artemis II პირველი პილოტირებული მისიაა მთვარეზე 1972 წლის შემდეგ.
1775853933
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხს...
1775853102
მსოფლიო„ჰეზბოლა“ ლიბანის მთავრობას მოუწოდებს, უარი თქვას ისრაელთან მოლაპარაკებებზე
ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ლიბანის მთავრობას მოუწოდა, ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაფასოს იმ მტრის წინაშე დათმობის...
1775850754
მსოფლიოზელენსკი: დიდი ბრიტანეთი უნდა დაუბრუნდეს ევროკავშირს, თუ ამერიკა ნატოს დატოვებს
კრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთს მოუწოდა, დაუბრუნდეს ევროკავშირს, რათა გაძლიერდეს კონტინენტის თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის ლიდერმა, რომელიც აქტიურად ლობირებს საკუთარი ქვეყნი...
1775848170
ახალი ამბები„გადამწყვეტი მომენტია, ყველას გთხოვთ ილოცოთ“ - პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოსახლეობას მიმართა
აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას სთხოვა, რომ ილოცონ...
1775846560
ახალი ამბებიმეუფე შიო: უფალი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან - ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება აღასრულა. გარდამოხსნა სამების...


























