აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი აცხადებს, რომ კანადამ ამერიკულ საქონელზე საპასუხო სავაჭრო ზომები უნდა გააუქმოს, რათა ახალი ტარიფები თავიდან აიცილოს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ კანადამ უნდა გააუქმოს საპასუხო სავაჭრო ზომები ამერიკულ საქონელზე, რათა თავიდან აიცილოს თეთრი სახლის მიერ ახალი ტარიფების დაწესება, რომელიც მომდევნო კვირაში უნდა შევიდეს ძალაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება Bloomberg-ი.

გრირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, კანადის პროვინციებმა გააუქმონ ამერიკული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვაზე აკრძალვები, რომლებიც გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადის, ალუმინისა და ავტომობილების იმპორტზე ტარიფების შემოღების შემდეგ დაწესდა.

მან ასევე მიუთითა კანადის „პროტექციონიზმზე“ რძის პროდუქტების სფეროში და სახელმწიფო შესყიდვების წესებზე, როგორც პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს.

„ნებისმიერმა პოტენციურმა გადაწყვეტამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ეს საკითხი, ან უზრუნველყოს მათი გადაჭრის გზა“, - განაცხადა გრირმა.

ამასთან, მან ქვეყნებს შორის ბოლო დროს გამართულ სავაჭრო მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა.

„ჩვენთვის ეს სავაჭრო ომი არ არის. ჩვენ გვაქვს შიდა მიწოდების ჯაჭვები, რომელთა დაცვასა და მხარდაჭერას ვცდილობთ. თუ რომელიმე ქვეყანა ჩვენს წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, ამას ნამდვილად არ დავუშვებთ. საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ 21 ივლისს ტრამპმა ხელი მოაწერა სამ პროკლამაციას კანადიდან იმპორტირებულ გარკვეულ საქონელზე დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა ოტავა ამერიკული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში დაადანაშაულა.

ახალი ტარიფები პროკლამაციების ხელმოწერიდან 30 დღის შემდეგ შევა ძალაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786728027

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მისმა გამორჩეულმა ხედვამ ქართული საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი შემოგვინახა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილ...

მიხეილ ყაველაშვილ

1786727994

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბადრი ვადაჭკორია გამოაკლდა ჩვენს ქალაქს - ვიზიარებ ოჯახის წევრების, მისი მეგობრების და ახლობლების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „თბილისზე უზომოდ შეყვარებული კაცი, ცნობილი ქართველი ფოტოხელოვა...

კახა კალაძე

1786725929

ახალი ამბები

პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე ევროპის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი საბა ბაღდავაძე (J1-81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. J2-70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ ზურაბიანმა უკრაინის სახელით მო...

 საბა ბაღდავაძე

1786725883

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, მან თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ ფოტოჟურნალისტიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. „ღრმა...

ირაკლი კობახიძე

1786724650

ახალი ამბები

მეორე ოქროს მედალი გერმანიიდან – ლევან გუგავა ევროპის ორგზის ჩემპიონია

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი პარაძიუდოისტი ლევან გუგავა (J2, 81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – მან კონტინენტის პირველობა მეორედ მოიგო. ქართველმა პირველ წრეში...

ლევან გუგავა