ავღანელ გოგონებს სწავლის უფლება ისევ აეკრძალათ, რაც მათთვის სიკვდილით დასჯის ტოლფასია

ავღანელი მოზარდები  სასოწარკვეთილებას ვერ მალავენ და სწავლის აკრძალვას სასიკვდილო განაჩენს ადარებენ. მას შემდეგ, რაც თალიბები სათავეში მოვიდნენ, მალევე,  ავღანეთის  საშუალო სკოლებში  გოგონებს სწავლა აეკრძალათ. 

ავღანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ გარკვეული დროის შემდეგ გოგონები სკოლაში სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, მაგრამ  როგორც ჩანს, მათი დაპირება არასაიმედოა.

BBC-თან, ავღანელმა თინეიჯერებმა, ამ ძალიან დიდი პრობლემის შესახებ ისაუბრეს - „სწავლა არ შეიძლება, ეს სიკვდილით დასჯას ჰგავს“, - ამბობს 15 წლის მეენა.

”ჩვენ არაფრის გაკეთების უფლება გვაქვს, გარდა საშინაო საქმისა... ჩვენ უბრალოდ გაყინულები ვართ ერთ ადგილას”, - განაცხადა16 წლის ლაილამ, რომლის სკოლა ტახარის პროვინციაში დაიხურა იმ დღეს, როდესაც თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს აგვისტოში.

BBC-სთან ინტერვიუში განათლების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ჰაკიმ ჰემატმა დაადასტურა, რომ გოგონებს არ დაუშვებენ საშუალო სკოლაში, სანამ არ დამტკიცდება განათლების ახალი პოლიტიკა.

მან ხაზი გაუსვა გოგონებისა და ვაჟების კლასების გამიჯვნის აუცილებლობას, რაც უკვე გავრცელებულია მთელ ავღანეთში.

ერთ-ერთი დირექტორის თქმით, რომელიც აგრძელებს კავშირს  სტუდენტებთან Whatsapp-ის საშუალებით, აღნიშნა, რომ სტუდენტები ძალიან შეშფოთებულები არიან და ფსიქოლოგიურად იტანჯებიან და რომ ძნელია მათთვის იმედის მიცემა, რადგან არავინ იცის როდის გამოსწორდება სიტუაცია.

შეგახსენებთ, რომ თალიბების მმართველობის  პერიოდში, გოგონებსა და ქალებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აკრძალული ჰქონდათ 1996-2001 წლებშიც. 

ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791973819

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, მომავალი თაობისთვის, რომელიც შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე

ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბ...

შალვა პაპუაშვილი

1791972726

საზოგადოება

შიო მესამე: ჩვენს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს

მცხეთის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, საქართველოს მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულეს და განსაცდელს...

შიო მესამე, პატრიარქი

1791972495

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: სვეტიცხოველი ცისა და მიწის შემაერთებელი სვეტი, ჩვენი დედა ეკლესიის მთავარი ტაძარი, ჩვენი ეროვნული იდენტობის, გადარჩენისა და მარადიულობის უმთავრესი სიმბოლოა

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მცხეთაში - ჩვენს უმთავრეს სულიერ დედაქალაქში, იმ უძველეს მიწაზე, სადაც საუკუნეების წინ წმინდა ნინოს ქადაგებით, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მეოხებით ქრისტიანული რწმენის ურყევი ს...

მიხეილ ყაველაშვილი

1791971349

ახალი ამბები

ვატიკანი: რომის პაპს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - ექიმებმა მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს

Reuters-ი ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო მას შემდეგ დაუდგინდა, რაც ქირურგებმა მას მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. როგორც მედიასაშუალება აღნი...

რომის პაპი

1791967550

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ვენეციის კომისიაზე: საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული სუვერენული სივრცის გარე ჩარევებისგან დაცვას, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დემოკრატიის უკუსვლად შეფასდა

საკანონმდებლო სივრცე, რომლის მიზანსაც ერთადერთი რამ წარმოადგენს, პრევენციულად იყოს დაცული ქართული სუვერენული სივრცე გარე ჩარებისგან, ვენეციის კომისიის მხრიდან კვლავ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტი...

დავით მათიკაშვილმა.