დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას
დავით მათიკაშვილი ევროპაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევრობიუროკრატიის დუმილზე საუბრობს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს ევროპელი მაღალჩინოსნების რეაქციას თბილისში ძალადობრივ მოვლენებზე და კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.
„კარგად გვახსოვს თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით წვავდნენ პოლიციელებს, წვავდნენ შენობებს, აწყობდნენ დესტრუქციას, თუ როგორ ახალისებდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები, ამ სამწუხარო მოვლენებს საქართველოში, უწოდებდნენ მათ მშვიდობიან აქციებს, ყველანაირად ხელს უწყობდნენ იდეოლოგიურად, რომ ეს მწვავე პროცესები გაგრძელებულიყო და პირიქით, სახელმწიფოს აკრიტიკებდნენ იმ ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომების გამო, რასაც პოლიცია ავლენდა თავდამსხმელებისა და მოძალადეების მიმართ. და დღეს, როდესაც ევროპა პრაქტიკულად ცეცხლშია გახვეული, საფრანგეთის ქუჩებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არაერთ შემთხვევაში ძალის გადამეტებით გამოირჩევა, ათასობით ადამიანია დაკავებული, დუმს ევრობიუროკრატია, ხმას არ იღებენ და წყალი აქვს პირში ჩაგუბებული ყველას. ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმ ძალიან მდარე ორმაგ სტანდარტს, რომლითაც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართებით გამოირჩეოდნენ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
1792319196
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ხუთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელზე: გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ
„პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი...
1792317391
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: პროცესი იქნება საჯარო, მოქალაქეები თავისი ყურით მოისმენენ არგუმენტებს, რაზე დაფუძნებითაც გვაქვს შედგენილი ეს სარჩელი
„სარჩელის მთავარი მიზანი არის ის, რომ პოლიტიკური ველი გასუფთავდეს აგენტურისგან და შესაბამისად, უფრო მეტი მოტივაცია მიეცეთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში და გაგვ...
1792312923
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალ...
1792311346
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-...
1792310186
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...



























