გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის დევნილი ვეტერანები 500-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე I ჯგუფის ვეტერანებს 500-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი ჯინჭარაძემ ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის მთავრობის იმ პროგრამებზე ილაპარაკა, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის ხორციელდება. ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და აფხაზეთის მეომართა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს აფხაზეთის მთავრობისგან ერთჯერადი დახმარება ყოველწლიურად გადაეცემათ.
1792312923
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალ...
1792311346
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-...
1792310186
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...
1792308929
ახალი ამბები„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...
1792307651
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურე...



























