Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
Bloomberg-ის ცნობით, გასულ თვეს ბელგიის მიერ იმპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირი რუსული წარმოშობის იყო. ეს ცვლილება გამოიწვია ევროპაში მიწოდების მკვეთრმა შემცირებამ, რაც, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხებით იყო განპირობებული.
გაზის მაღალმა ფასებმა ევროპელ მყიდველთა უმეტესობას ზამთრის მარაგებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის სურვილიც დაუკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის მიერ შესყიდული რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მოცულობა წლის დასაწყისთან შედარებით ნაკლები იყო, შექმნილმა ვითარებამ ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელება გაართულა. აპრილიდან ევროკავშირმა აკრძალა რუსულ თხევად აირზე ახალი მოკლევადიანი კონტრაქტების დადება, ხოლო იმპორტის სრული აკრძალვა მომავალ წელს უნდა შევიდეს ძალაში.
Bloomberg-ის ცნობით, ივლისში ბელგიის თხევადი ბუნებრივი აირის მთლიანი იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ზე მეტით შემცირდა. ამავდროულად, ქვეყანამ დაახლოებით 0.4 მილიონი მეტრული ტონა რუსული თხევადი აირი შეიძინა. ბელგია ასევე აგრძელებს ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან მილსადენის გაზის მიღებას.
გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა 16%-ით მეტი რუსული თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინეს, ვიდრე წინა წლის იმავე პერიოდში და ამ შესყიდვებზე თითქმის 6 მილიარდი ევრო დახარჯეს. ყველაზე მსხვილი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.
რუსეთი აშშ-ის შემდეგ ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მეორე უმსხვილეს მომწოდებლად რჩება. მთელ ევროპაში გაზის საცავების დაბალი დონისა და ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, ზოგიერთი ექსპერტი უკვე ეჭვქვეშ აყენებს, შეძლებს თუ არა ევროკავშირი რეალურად რუსულ თხევად აირზე უარის თქმას დაგეგმილ ვადებში.
1785764965
ახალი ამბებიავარია მარნეულში - დაღუპულია 30 წლამდე კაცი
მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად BMW-ის მარკის მანქანის მძღოლი, 30 წლამდე აქშინ ჯალილოვი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პ...
1785764960
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარე ვინ იქნება, დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებებზე, ოქმი ვინ გააყალბა და ვის არ შეატყობინეს სხდომის თარიღი, ეს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის რესურსი დაკარგა
„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომი...
1785764551
საზოგადოებადიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მოყვანის ფაქტებზე 11 პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვის და მ...
1785764483
ახალი ამბებინინო წილოსანი: საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას და პასუხი ამჯერად ფეისბუკმა გასცა - „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა
„სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წ...
1785764068
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერ კახა კალაძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით დაღუ...





























