ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარე ვინ იქნება, დამოკიდებულია სააკაშვილის ახირებებზე, ოქმი ვინ გააყალბა და ვის არ შეატყობინეს სხდომის თარიღი, ეს აჩვენებს, რომ პარტიამ ნდობის რესურსი დაკარგა
„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს გარედან იღებენ.
„პარტიაში თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს მიხეილ სააკაშვილის ახირებებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიას ნორმალური რესურსი არ აქვს, რათა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს და თავისი შიდაპარტიული კომუნიკაცია გამართული იყოს. ეს ყველაფერი მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა. ის, რასაც ისინი საქართველოსთვის აკეთებდნენ და იმეტებდნენ საბოტაჟის კუთხით, დღეს ამის მსხვერპლი თავად გახდნენ. ვინც ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევდა, მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდება. ვინ გააყალბა ოქმი და ვის არ შეატყობინეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, ეს ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ამ პარტიამ ნდობის ყოველგვარი რესურსი დაკარგა. პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ ჯიჯგვნაში რომელი დაჯიჯგნის, თუ ეს არის რეფორმა და განახლება, ეს ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთ მთავარ ამრევად რჩება, ეს ფაქტია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
1785763318
ახალი ამბებინინო თანდილაშვილი: მყინვარულ ხეობებში მონიტორინგის სისტემების განთავსება გრძელდება - შვეიცარიელი ექსპერტების მხრიდან საყვირის ან განგაშის სისტემების მოწყობის რეკომენდაცია არცერთ ლოკაციაზე არ გაცემულა
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 აგვისტო...
1785762630
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6259 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1785762324
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის
„ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვი...
1785760832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ქვეყანა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...
1785760760
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს
„9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ასეთი არაჯანსაღი...




























