Bloomberg: გერმანიის კანცლერი აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას გეგმავს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი თხევადი ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავს, რათა გერმანიისა და ევროკავშირის დამოკიდებულება ამერიკულ ენერგიაზე შეამციროს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპა სულ უფრო მეტად განიხილავს ახლო აღმოსავლეთს, როგორც ალტერნატიული ენერგიის მიმწოდებელს. გერმანიის კანცლერი მიმდინარე კვირაში ერ-რიადში გაემგზავრება, სადაც ის აღნიშნული საკითხის განხილვას საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან გეგმავს.
Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექსცენტრული და არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გათვალისწინებით, ევროპას ამერიკული მარაგების ალტერნატივები სჭირდება.
„მაღალი დამოკიდებულება პრობლემაა აშშ-ის მთავრობის ავტორიტარული განვითარებისა და გეოპოლიტიკური შანტაჟის რისკის გათვალისწინებით“, - განაცხადა ენერგეტიკის ექსპერტმა, სიუზან ნისმა. მისი თქმით, გერმანიამ „ასევე უნდა განიხილოს სხვა ვარიანტები, როგორიცაა ნორვეგიიდან მილსადენებით გაზის მიწოდების გაზრდა და კანადიდან ან ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი“.
Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე გრენლანდიაზე კონტროლის აღების განზრახვისა და განახლებული სავაჭრო ტარიფების მუქარის გათვალისწინებით, გერმანია სულ უფრო მეტად განიხილავს თავის დამოკიდებულებას ამერიკულ ენერგომომარაგებაზე, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოტენციურ რისკს.
სტატიის ავტორი ასკვნის: „ჩინეთის მსგავსად, ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება სტრატეგიულ ინსტრუმენტად აქცია“.
1770211602
მსოფლიოსროლა სლოვაკეთის ერთ-ერთ სკოლაში - მოსწავლემ თანაკლასელები დაჭრა
სლოვაკეთის ქალაქ ნოვე-მესტო-ნად-ვაჰომში წმინდა იოსების სკოლაში სროლა იყო, რის შედეგადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ Aktuality იტყობინება. სლოვაკეთის განათლების მინისტრის თქმით, მეექვსე კლასი...
1770210899
მსოფლიოვიქტორ ორბანი: ბავშვები იდეოლოგიური ექსპერიმენტების ობიექტები არ უნდა გახდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სკოლებში გენდერული პროპაგანდის გავრცელებას ეწინააღმდეგება. ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ბავშვები იდეოლოგიური ექსპერიმენტების ობიექტები არ უნდა გახდნე...
1770210252
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6883 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6893 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1770209961
ახალი ამბებიროგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში? - 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 5-7 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 👇 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილ...
1770209497
საზოგადოებაგივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
დუბაიში მიმდინარე მთავრობათა სამიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთ...





























