სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ი.გ.-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური უსამძიმრებს პატიმრის ოჯახის წევრებს და გმობს პატიმრის გარდაცვალების ფაქტით მანიპულირებას, რაც ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მაგალითია.
გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ი.გ. №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დაწესებულებაში შესახლების დღიდან ბრალდებული იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მას შესახლებისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება და სათანადო კვლევები.
ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბრალდებულ ი.გ.-ს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ი.გ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაწესებულების ადმინისტრაციამ მყისიერად გამოიძახა 112-ის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ბრიგადა, რომელმაც ბრალდებული სამოქალაქო სექტორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ბრალდებული ი.გ. იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა 2025 წლის 4 მაისს გარდაიცვალა.
იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებოდა ბრალდებულის ოჯახთან და სახალხო დამცველის აპარატთან.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა მყისიერად დაიყო გამოძიება და მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება.
ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ.
ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, ბრალდებული ი.გ.-ს ოჯახის წევრებს, მის უფლებადამცველებს მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანად და სრულყოფილად წარმართვის ინტერესის გათვალისწინებით“, - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1746439005
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა - „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“
„ორმაგი სტანდარტია, როცა საფრანგეთში აქციის დაშლა დაშვებულია და საქართველოში არა - „საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლე...
1746436866
ახალი ამბებიფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ფონდის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრას ესწრება, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინ...
1746435302
ახალი ამბებივალერი გელაშვილი: როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა
საქართველოს პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე სა...
1746434234
ახალი ამბებითეა წულუკიანი: ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება
„ყველას გვაქვს კითხვა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ადგილი საავადმყოფოში, პასუხიც ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, ესეც მალე გამოსწორდება“, - ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პო...
1746433993
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნარკორეალიზატორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...