ბრიტანეთის პრემიერი ისრაელის დარტყმებს ლიბანზე არასწორად მიიჩნევს - „ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება“

დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის რაც შეიძლება სწრაფად ჩართვისკენ მოუწოდებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დაგმო ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმები.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უდავოდ მისასალმებელია, ის ასევე ძალიან მყიფეა. რეგიონი კვლავ დაძაბულ მდგომარეობაშია და დიდი სამუშაოა საჭირო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად სიტუაციის დეესკალაციისთვის, რაც მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა სტარმერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს, ისრაელის ლიბანზე დარტყმები „არასწორია“.

„ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება. ლიბანის დაბომბვა ახლავე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასულ კვირას გაკეთებულ მუქარაზე საუბრისას, რომ „მთელი ცივილიზაცია მოკვდება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, სტარმერმა განაცხადა, რომ ტრამპის საუბარი „არასწორი“ იყო.

„ეს არასწორია. გავიხსენოთ ესენი ის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებმაც ირანის რეჟიმისგან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში განუზომელი ზიანი განიცადეს“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა ისაუბრა ჰორმუზის სრუტეზე და აღნიშნა, რომ „ნავიგაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა აღდგეს“. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776424524

საზოგადოება

პრემიერი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირებადობასა და რეგიონულ სტაბილურობაში

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლი, რომელსაც წვლილი შეაქვს დაკავშირ...

 ირაკლი კობახიძე

1776423170

მსოფლიო

ინდონეზიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდო...

ინდონეზიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

1776423078

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა, ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთო...

ანდრია ჯარმაიძე

1776423001

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

„იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - გ...

ლევან მახაშვილი

1776422362

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალში გახვეული, საქართველოში კი მშვიდობაა, ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც რეგიონის ქვეყნები ერთიანად აწარმოებენ

ჩვენს ირგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ვაწარმოებთ,...

ნიკოლოზ სამხარაძე