დონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხედროებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გაიღეს.
„გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან. ავღანეთში 457 მათგანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაიჭრა და ისინი დიდ მეომრებს შორის იყვნენ. ეს კავშირი იმდენად ძლიერია, რომ მისი გაწყვეტა შეუძლებელია. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ძალებს, უზარმაზარი გულითა და სულით, არავინ ჰყავთ თანასწორი (შეერთებული შტატების გარდა). ჩვენ ყველანი გვიყვარხართ და ყოველთვის გვეყვარებით“, - დაწერა ტრამპმა.
მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ალიანსის დახმარება არასდროს დასჭირვებია და ავღანეთში ნატოს სამხედროები ფრონტის ხაზიდან მოშორებით იდგნენ. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებას შეურაცხმყოფელი უწოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, ტრამპს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
1769326181
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკ...
1769324982
ახალი ამბებიბათუმში დააკავეს ქალი, რომელმაც მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი კაცი დანით დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.ს. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩ...
1769321445
მსოფლიოვიქტორ ორბანი: დონალდ ტრამპი ორიენტირებულია შედეგებზე და არა თავაზიან რიტორიკაზე
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შედეგებზეა ორიენტირებული და არა თავაზიან რიტორიკაზე. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპის ლიდერობა სარგებელს მოუტანს უნგრეთს და მთელ...
1769320821
მსოფლიოროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
25 იანვარს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +2, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი...
1769287571
ახალი ამბებიბაღდათში სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტები იგეგმება
ბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის მაისში დაასრულებს. მულტიფუნქციური კომპლექსი მოიცავ...































