რევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ
დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.
მისივე თქმით, ასევე, გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათ შორისაა ქობულეთის მულტიფუნქციური კომპლექსი. იგეგმება რაგბის სტადიონის მშენებლობა ხუცუბანში.
„როგორც უკვე იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს სპორტული და კულტურული დანიშნულების მულტიფუნქციური კომპლექსები. უახლოეს მომავალში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე რთულ საინჟინრო პროექტს წარმოადგენს და რომლის მიმართაც საერთაშორისო კომპანიების მხრიდან მაღალი ინტერესი ფიქსირდება.
საერთო ჯამში, ქვეყნის ყველა რეგიონში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
ქობულეთში მათ განიხილეს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და სოფელ ხუცუბანში ახალი რაგბის სტადიონის პროექტები და მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორიები დაათვალიერეს. მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო სამუშაოებს, რომლის დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი, გამარჯვებული კომპანია „ბილდინგ ჰაუსი“ განახორციელებს. პროექტი 500 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ ინფრასტრუქტურას, საცურაო აუზებს, ფიტნეს და კულტურულ-შემეცნებით სივრცეებს მოიცავს. ხუცუბანში კი მოეწყობა 250 მაყურებელზე გათვლილი ახალი ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი.
პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ბათუმში მათ დაათვალიერეს №26 და №3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროექტები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში დასრულებული საბავშვო ბაღი. სახელმწიფო დაფინანსებით, ბაღები სრულად მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. 810 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდება.
ურბანული განახლების პროექტების ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსებით, ბათუმის ი. აბაშიძის, მ. აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზის ქუჩებზე მიმდინარეობს შენობების, საფეხმავლო და საავტომობილო გზების განახლება.
ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ ბათუმი-სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის განსაზღვრულ მონაკვეთებზეც. აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით აშენდება 11-კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს 7.6 კმ-იან გვირაბსა და 1.47 კმ-იან ხიდს მდინარე ჭოროხზე. პროექტის შედეგად, ხელვაჩაურიდან სარფამდე გადაადგილების დრო 25-30 წუთით შემცირდება.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე აჭარის ეკონომიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.
1769172182
საზოგადოებაგამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: არცერთ პოლიტიკოსს არ უკადრებია საკუთარი პოლიცია ამფეტამინის მოქმედების ქვეშ, აქციების დაშლაში დაედანაშაულებინა და ჯარისკაცებზე ეთქვა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეთო
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება - რომ „საპროტესტო აქციების დროს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლის შესახებ გაეროს, ევროპის საბ...
1769170584
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავენ სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას
დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - განაცხადა...
1769169979
საზოგადოებაკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულებ...
1769168457
მსოფლიოჯეი დი ვენსი პროტესტის მონაწილეებს: თუ სამართალდამცავ ოფიცერს მიაყენებთ შეურაცხყოფას, ტრამპის ადმინისტრაცია კანონის სრული სიმკაცრით დაგსჯით
მინესოტაში მიმდინარე არეულობის ფონზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ადგილზე ჩავიდა და ქალაქ მინეაპოლისში სასაზღვრო და საიმიგრაციო აღსრულების ოფიცრებთან შეხვედრა გამართა. ჯეი დი ვენსმა აღნიშნა,...
1769167596
ახალი ამბებიკახა კალაძე სპორტსმენებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შე...



























