დონალდ ტუსკი: პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში
პოლონეთი მოელის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთმა შესაძლოა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მიიტანოს იერიში უკრაინის სავაჭრო ბლოკადის კამპანიის ფარგლებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მან, კერძოდ, მიუთითა რამდენიმე პრეცედენტზე, როდესაც რუსებმა მიზანმიმართულად იერიში მიიტანეს ოდესის ოლქში უკრაინასა და მოლდოვას შორის არსებულ სასაზღვრო გადასასვლელებზე. ამ თავდასხმებს, მათ შორის, მსხვერპლიც მოჰყვა.
ტუსკის თქმით, გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური იერიშის დროს, უკრაინული და პოლონური სამსახურების თანამშრომლობის წყალობით, აცილებული იყო „პირდაპირი საფრთხე ერთ-ერთ სასაზღვრო გადასასვლელზე“.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთმა უკვე მიმართა პროვოკაციულ თავდასხმებს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე, მაგალითად, მოლდოვასთან. ჩვენ ველოდებით ანალოგიურ ქმედებებს“, - განაცხადა ტუსკმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთი, ისევე როგორც მთელი ევროპა, მზად უნდა იყოს სხვადასხვა სცენარისთვის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, არამედ ზოგადად ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე.
1789056629
საზოგადოებაშაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი
მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქ...
1789053655
საზოგადოებაგახარიას პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბ განცხადებას ავრცელებს
გახარიას პარტია ავრცელებს თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, მსურს პასუხი გავცე საზოგადოებაში დაგროვ...
1789051164
ახალი ამბები11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, საქართველოს პატრიარქი სამების ტაძარში წირვას აღავლენს
11 სექტემბერს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლი...
1789049877
მსოფლიოჩინეთის პორტში სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა - დაიღუპა 25 ადამიანი
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის CCTV-ის ცნობით, აღმოსავლეთ ჩინეთის პორტში მდგომ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - წერ BBC. როგორც მედია წე...
1789048636
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს პირადად ეცნობა. ინფ...


























