ევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო

„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ ლითონებს აწვდის“, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ მომზადებული პროექტი თავდაპირველად სანქციების დაწესებას 744 ფიზიკური და 827 იურიდიული პირის წინააღმდეგ ითვალისწინებდა. თუმცა ევროკავშირის ელჩების მიერ 7 ოქტომბერს შეთანხმებულ ვერსიაში სია ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირით შემცირდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ცვლილებები ესტონეთის მოთხოვნით განხორციელდა.

„საქმე ეხება რუსულ კომპანიას, რომელიც იშვიათ ლითონებს ესტონურ კომპანია Silmet-ს აწვდის. ეს ნედლეული, მათ შორის, ქარის ტურბინებისა და ევროკავშირში სხვა პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო მასალების დასამზადებლად მუშავდება. კომპანია მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს“, – აღნიშნავს იოზვიაკი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა 7 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორი ახალი პაკეტი შეათანხმეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება 12 ოქტომბრის სხდომაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791444854

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...

ცენტრალური კრიმინალური პოლიც

1791443606

ახალი ამბები

„ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს – არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მომღერალ მიშო სულუხიაზე

„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მ...

მიშო სულუხია

1791443292

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1791441362

ახალი ამბები

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგ...

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

1791440056

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა, ან ესკალაციის ადგილი

თბილისში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობენ, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მო...

თორნიკე ფაღავა