დავით მათიკაშვილი: პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან
„პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეორებდნენ, რომ 4 ოქტომბერს დასრულდებოდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „4 ოქტომბერს დასრულდა რევოლუციური სურვილები, სახელმწიფო იდგა თავის ადგილას, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან“.
„მათ ჩაიდინეს დანაშაული, დიდმა ნაწილმა ეს აღიარა და მოითხოვა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ბულინგს, ეს ის სამწუხარო მოცემულობაა, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვაწყდებით ოპოზიციურ ფლანგზე. ისინი საკუთარ თანამებრძოლებსაც არ ინდობენ და მუდმივად ესხმიან თავს, როგორც კი რომელიმე მათგანი სიმართლეს ხაზს გაუსვამს ან დაწერს იმ რეალურ ფაქტს, რომელიც საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის 4 ოქტომბრის მონაწილე პირთა დანაშაულებრივი ქმედებებიც და ის შინაარსიც იმ აღიარებისა და დანაშაულის ხმამაღლა თქმისა, რომელიც მათ ჩაიდინეს 4 ოქტომბერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1791440056
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა, ან ესკალაციის ადგილი
თბილისში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობენ, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მო...
1791438637
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეტევა, ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე
„პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური შეტევა“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ მორიგ რეზოლუციის პროექტს. მისივე თქმით,...
1791436898
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...
1791435510
ახალი ამბებიპარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...
1791406469
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...





























