"ევროვიზიის" კონკურსში გამარჯვებულმა ჯგუფმა, საკუთარი პრიზი 900 ათას დოლარად გაყიდა, უკრაინელი მეომრების დასახმარებლად

ევროვიზიიის კონკურსში გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ, თავისი პრიზი, "ოქროს მიკროფონი" აუქციონზე 900 ათას დოლარად გაყიდა.

აუქციონის ტრანსლაცია YouTube-ით გაიმართა. აქცია მოაწყო ტელეწამყვანისა და საზოგადო მოღვაწის, სიარჰი პრიტულას საქველმოქმედო ფონდმა. გამარჯვებულმა ფსონი კრიპტოვალუტით დადო უკრაინის კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ბირჟიდან.

პრიტულამ ადრე თქვა, რომ შეგროვებული ფულით ორგანიზატორებს სურთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინონ.

კვირას ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, გაიმართა საქველმოქმედო შოუ "Save Ukraine - #StopWar" („იხსენით უკრაინა - შეაჩერეთ ომი“), რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ჯგუფი Kalush Orchestra-ც. შეწირულებები მოხმარდება უკრაინის თორმეტი ოლქის საავადმყოფოებს, რომლებშიც მკურნალობენ ისინი, ვინც რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დაიჭრა.

ლიეტუვის მაცხოვრებლებმა 5 მილიონი ევრო შეაგროვეს უკრაინის არმიისთვის თურქული დრონის, „ბაირაქტარის“ შესაძენად. საჭირო თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის არმია რუსეთის ჯარების წინააღმდეგ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ფართოდ და ეფექტიანად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს როგორც საჰაერო დარტყმების, ისე დაზვერვისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵არაყიშვილზე 2 ადამიანის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე ძმები კაკულიები დააკავეს

🔵საბერძნეთში, 67 წლის ქალს სარეცხი საშუალების ტაბლეტი ტკბილეული ეგონა და შეჭამა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ

1754144505

საზოგადოება

თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ბათუმში