ლადო სადღობელაშვილი: სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები

„სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი.

მისი თქმით, ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.

„ამაზე ოპოზიციურ და უცხოქვეყნიდან ანგაჟირებულ მედიებში არ საუბრობენ!

• საქართველო და ქართული პროდუქცია მსოფლიო ეკონომიკის გოლიათის ყურადღების ცენტრშია! ქართულ პავილიონთან ჩინელი ბიზნესპარტნიორების, იმპორტიორებისა და მოქალაქეების ხანგრძლივი რიგებია შექმნილი.

სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის , ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად აღწევს.

ამის ნათელი მაგალითია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE), სადაც ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.

ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკის უდიდეს ნაწილს ფლობს და მისი ყიდვისუნარიანობა დღითი დღე იზრდება. ამ მასშტაბურ ბაზარზე ქართულ ნაწარმზე ღვინოზე, აგროპროდუქტებზე, სასმელებსა და სხვა ადგილობრივ წარმოებაზე ინტერესისა და მოთხოვნის ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალია.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთინტერესები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მზარდი პარტნიორობა ქართულ ბიზნესს აძლევს რეალურ ინსტრუმენტს, მყარად დაიმკვიდროს ადგილი აღმოსავლეთის უმსხვილეს ეკონომიკაში.

საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკის გუნდის თანმიმდევრული მუშაობის წყალობით, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული ურთიერთინტერესები რეალურ ეკონომიკურ სარგებლად და ჩვენი ქვეყნის წინსვლად გარდაიქმნება”, - წერს სოციალურ ქსელში ლადო სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794052112

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავ...

ხვიჩა კვარაცხელია

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული