ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზაში დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელისგან პალესტინის ანკლავში დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას, ვეტო დაადო.

ტექსტი, რომელიც 15-წევრიანი საბჭოს ათი არჩეული წევრის მიერ იყო მომზადებული, ასევე მოითხოვდა დაჯგუფება „ჰამასისგან“ ყველა დაკავებული ისრაელელი მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულ და უპირობო გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტს მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო.

ღაზის სექტორში ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა და 1 200 ადამიანი მოკლა, დაახლოებით 251 პირი კი, მძევლად აიყვანა. ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ღაზაში ომის სულ მცირე 64 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758222678

საზოგადოება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტიკურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს“ მიერ ფოთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ეხმაურება. „ფონდი „ქართუ“-ს მორიგი ქართული საქმე. ფოთის ახალგ...

ახალგაზრდული ცენტრი

1758220386

მსოფლიო

უკრაინამ პრიორიტეტული მოთხოვნების სიის პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო

უკრაინამ PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პროგრამის ფარგლებში აშშ-ნატო-ს შეთანხმებით გათვალისწინებული...

ამერიკული იარაღი

1758218435

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, სავარაუდოდ, ირანს სანქციებს ხელახლა დაუწესებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, სავარაუდოდ, ირანს სანქციებს ხელახლა დაუწესებენ. მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი არასერიოზულად იქნა მიჩნეუ...

ემანუელ მაკრონი

1758216181

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერს პალესტინის აღიარების საკითხში არ ეთანხმება

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირ...

ტრამპიტრამპი

1758215187

საზოგადოება

ხამზატ ჩიმაევი: მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა!

UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც რამდენიმე დღე საქართველოში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის. სპორტსმენი საქართველოს კავკასიის გულს ეძახის:  „მადლობა...

 ხამზატ ჩიმაევი