უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა უმეროვის ოჯახს აშშ-ში 8 ელიტური უძრავი ქონება აღმოუჩინა - სამი ბინა ფლორიდაში, ერთი ნიუ-იორკში და 4 ვილა მაიამის მახლობლად

უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის (AntAC) განცხადებით, მათ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ოჯახის 8 ელიტური უძრავი ქონება აღმოაჩინეს შეერთებულ შტატებში.

ორგანიზაციის მტკიცებით, საუბარია სამ ბინაზე ფლორიდაში, ერთ ბინაზე ნიუ-იორკში და ოთხ ვილაზე მაიამის მახლობლად.

ერთ-ერთი ბინა, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს, უმეროვის მეუღლეზე, ლეილა უმეროვაზე იყო რეგისტრირებული 2017 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ივლისამდე. ამ ქონების ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარია.

რუსტემ უმეროვის ძმასთან, ასლან ომერკირიმლისთან დაკავშირებული ფირმა ფლორიდაში სხვადასხვა უძრავი ქონების მფლობელია, რომელთა ღირებულება 691 ათასიდან 1.29 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გასაჯაროვდა, უსაფრთხოების შესაძლო რისკების გამო.

ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოში აღნიშნეს, რომ უმეროვის ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე საჯარო ინფორმაციის გამჟღავნება უსაფრთხოების კუთხით სენსიტიურია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758222678

საზოგადოება

ფონდმა „ქართუმ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ფოთის ახალგაზრდული ცენტრი აღადგინა და მას ავთენტიკურობა სრულად შეუნარჩუნდა. პროექტის ღირებულებამ 2 559 000 ლარი შეადგინა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში ფონდი „ქართუს“ მიერ ფოთის ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ეხმაურება. „ფონდი „ქართუ“-ს მორიგი ქართული საქმე. ფოთის ახალგ...

ახალგაზრდული ცენტრი

1758220386

მსოფლიო

უკრაინამ პრიორიტეტული მოთხოვნების სიის პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო

უკრაინამ PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამის ფარგლებში პირველი ამერიკული იარაღი მიიღო. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პროგრამის ფარგლებში აშშ-ნატო-ს შეთანხმებით გათვალისწინებული...

ამერიკული იარაღი

1758218435

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, სავარაუდოდ, ირანს სანქციებს ხელახლა დაუწესებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპული ქვეყნები, სავარაუდოდ, ირანს სანქციებს ხელახლა დაუწესებენ. მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი არასერიოზულად იქნა მიჩნეუ...

ემანუელ მაკრონი

1758216181

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერს პალესტინის აღიარების საკითხში არ ეთანხმება

ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირ...

ტრამპიტრამპი

1758215187

საზოგადოება

ხამზატ ჩიმაევი: მადლობა მთელ საქართველოს, თუ კავკასიის გული არსებობს, ეს საქართველოა!

UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც რამდენიმე დღე საქართველოში იმყოფებოდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის. სპორტსმენი საქართველოს კავკასიის გულს ეძახის:  „მადლობა...

 ხამზატ ჩიმაევი