ისრაელის პრეზიდენტი „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელს მოუწოდებს, მძევლების მიმართ ყურადღება გამოიჩინოს

„ისრაელის პრეზიდენტი ცდილობს „წითელი ჯვრის“ ხელმძღვანელზე ზეწოლა მოახდინოს და მძევლებისთვის ყურადღების მიქცევა აიძულოს“, - ამის შესახებ THE TIMES OF ISRAEL წერს.

საუბარია ევიატარ დავიდსა და რომ ბრასლავსკიზე, რომელთა კადრებიც „ჰამასის“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გავრცელდა. როგორც ისააკ ჰერცოგი აღნიშნავს, მძევლები „ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ“, ამიტომაც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტსა და მის პრეზიდენტს მირიანა სპოლარიჩს მიმართავს, რომ „ყველანაირად იმოქმედონ მძევლების დასახმარებლად“.

„მათი[მძევლების] ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შიმშილის შედეგად, კანიდან ძვლები უჩანთ. ისინი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან“, - აღნიშნავს ისრაელის პრეზიდენტი და დასძენს, რომ „ეს კადრები მკაფიოდ უსვამს ხაზს, მათთვის საკვებით და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფის აუცილებლობას“.
შეგახსენებთ, კვირას, 3 აგვისტოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით „წითელი ჯვრის“ დელეგაციის ხელმძღვანელს ესაუბრა და ანალოგიურად მოითხოვა, დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები მძევლების მოსავლელად.

ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა კიდევ ერთხელ, მოუწოდა „ჰამასს“, მიეცათ ღაზაში მყოფ მძევლებთან წვდომის საშუალება. ცნობისთვის, მათგან 20 პირი, ჯერ კიდევ, ცოცხალია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754325175

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძის განცხადებაზე: ეს არ იყო, ქართულ სახელმწიფოს რომ უჩიოდა და მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტს ართმევდა? ეს ზრუნავდა სახელმწიფოზე ოდესმე? - ნუ გვამადლი იმას, რომ კანონით დადგენილი გადასახადები გადაიხადე

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი „ლელო ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, გერმანიი...

თენგიზ შარმანაშვილი

1754322884

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ინდოეთს არ აინტერესებს, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანის მიერ!

 აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთი რუსეთისგან შეძენილი ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას ღია ბაზარზე, სოლიდური მოგების მისაღებად, ყიდის. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-...

დონალდ ტრამპი

1754320688

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილებს აქვთ იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლის ღვრით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში

ლევან ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, ამ შემთხვევ...

ვოლსკი

1754318676

ახალი ამბები

ვოლსკი გერმანიის ელჩზე: უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს

„უპატივცემულობა ქვეყნის მიმართ გამოიხატება იმაში, რომ შენ კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან ხარ გარიგებაში, გარკვეულ კომერციულ თემასთან დაკავშირებით და ამავე დროს, მასვე პოლიტიკურად უჭერ მხარს“, - განაცხად...

გიორგი ვოლსკი

1754317317

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

 საგამოძიებო კომისია