ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა და განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ ისრაელზე „ჰეზბოლას“ თავდასხმები გაგრძელდება, ისრაელის არმია იერიშებს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მიიტანს.

„ჩრდილოეთის დასახლებებზე ნებისმიერი თავდასხმა გამოიწვევს საპასუხო დარტყმას დაჰიეზე [ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი, რომელიც „ჰეზბოლას“ საყრდენ პუნქტად ითვლება]“, - ნათქვამია მინისტრის მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

კაცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი მკაცრად უპასუხებს თეირანის ნებისმიერ მცდელობას, ჩართოს ლიბანი საკუთარ ინტერესებში.

„ირანის ნებისმიერი მცდელობა, დააკავშიროს ლიბანი და ირანი და თავს დაესხას ისრაელს, წააწყდება უდიდეს ძალას, ზუსტად ისე, როგორც ეს გუშინ მოხდა“, - აღნიშნა მან.

თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება მოჰყვა ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით, დასახლება ზარიტში, საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. სამხედროების განმარტებით, განგაში გამოიწვია ჭურვის ჩამოვარდნამ იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანში ოპერაციას ატარებდნენ. ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780927418

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების პროექტი, თანმდევ პროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. საკითხი პარლამენტის თავმჯდო...

შალვა პაპუაშვილ

1780925504

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება ჰგავს შეჯიბრს, ვინ უფრო მოეწონება გარე დამფინანსებელს ან საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სადისტური მართვის პერიოდი არ ახსოვს

„არსებობს უზარმაზარი შავი ლაქა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს დღემდე მოჰყვება. ეს არის დაკარგული ტერიტორიები, გაუბედურებული ოჯახები და სისასტიკე. მათ შორის დაპირისპირების მთავარი თემაც სწორედ აქ...

გია ვოლსკი

1780924930

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში, ბრალდებულმა ყაზახე...

პროკურატურა

1780924284

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6625 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6638 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1780924255

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის სიმტკიცე, საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად

დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, –...

მაკა ბოჭორიშვილი