მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლში დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის სიმტკიცე, საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად
დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შემდგომ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონთაშორისი შესაძლებლობების შექმნას. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის უსაფრთხოებაზე და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობაზე. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტ კონკრეტულ შედეგში აისახოს. დასასრულს, მსურს, აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად და აქტიურად განაგრძობს ძალისხმევას საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1780923280
ახალი ამბებიდღეს „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
დღეს „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხდომა დღეს 18:00 საათზე გაიმართე...
1780922345
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს, თანამშრომლობის არაერთი გზა არსებობს, მზად ვართ ამ მეთოდების გამოყენებისთვის, მაგრამ ჯერ ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ
სამწუხაროდ, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შანტაჟის გზით იაროს და თითოეული რეზოლუცია ტყუილებით გაავსოს, რასაც ისინი იღებენ ხოლმე, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე...
1780920673
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს სომხეთი მიისწრაფვის ევროკავშირში და საქართველო - არა, ევროკავშირს საქართველოსთან და სომხეთთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს
პრიმიტიული შეფასებაა, თითქოს ევროკავშირში სომხეთი მიისწრაფვის და საქართველო – არა. უბრალოდ ევროკავშირს სომხეთთან და საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს, – ამის შესახებ საქართველოს...
1780920051
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი თურქეთის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებ...
1780918065
ახალი ამბებილევან მახაშვილი: 11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის, უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები
„11 ივნისს იქნება ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა უწყებებს შორის. უწყებებს და ევროკომისიას ექნებათ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთში გაცვალონ პოზიციები იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება ევროკომის...



























