ჯორჯია მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერთა შეხვედრაში ვიდეო-კავშირით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის მთავრობა ავრცელებს.

მელონიმ კიდევ ერთხელ წარადგინა ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მსგავსი კოლექტიური უსაფრთხოების თავდაცვის მექანიზმის წინადადება, როგორც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების პოლიტიკური კომპონენტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იტალია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას, უკრაინის საზღვრებს გარეთ განხორციელებული მონიტორინგისა და წვრთნების ინიციატივებით.

მელონიმ ასევე მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბარში, რომლის დროსაც განიხილეს შეხვედრის შედეგები და კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთო მიზანი - სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა.

„ამის მიღწევა მხოლოდ ისეთი მიდგომით არის შესაძლებელი, რომელიც აერთიანებს უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას, საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ სწრაფვას, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის შენარჩუნებას, მათ შორის სანქციების საშუალებით, და უსაფრთხოების მყარ და სანდო გარანტიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები

1757006282

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული

ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი