ვოლსკი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ, რადგან სხვა გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილს არ წაიკითხავენ. არ აინტერესებთ, სხვა მიზანი, ინტერესი და გეგმაა და ეს გეგმა გაცილებით უფრო დიდი და სერიოზულია, ვიდრე იმის განხილვა, კანდიდატი ქვეყანა რა ეტაპზე იმყოფება ინტეგრაციის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, წერილი დეტალურად რომ გაიარონ, ვერაფერს აღმოაჩენენ ისეთს, რომლითაც საქართველო ჩამორჩება გეგმის შესრულებაში.

„ახლა, რა გვაძლევს ამის ფიქრის საფუძველს: პირველ რიგში ის, რომ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წინ არის კანდიდატ ქვეყნებზე და ბევრი მიმართულებით არაერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს.

მეორე ის, რომ არ არსებობს საქართველოს მიერ მიღებული ისეთი კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროსტანდარტს. პირდაპირ, უნამუსოდ გეუბნებიან, რომ ეს კანონი რომელიც ლგბტ პროპაგანდას და ოჯახების დაცვას გულისხმობს მიმართულია სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგოდო, მაგრამ ეს ასე არ არის. ყველა უფლებები დაცულია, კანონის წინაშე ყველა ერთიანია. აქ საუბარია, რომ ბავშვებს არ უნდა შესთავაზო სქესის გადაკეთება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ევროკომისიაში საქართველოს მიერ გაგზავნილ წერილში დეტალურად არის საუბარი იმ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის გადადგა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის ევროკომისიასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები

1757006282

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული

ბატონი ზელენსკი და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეთერში მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას. აქციებზე იყო ხოლმე დიდი ეკრანები დამონტაჟებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თა...

ლევან მაჭავარიანი