კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს
კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.
ოფიციალური პირების განცხადებით, 8 სექტემბრიდან, კანადა გეგმავს 15%-დან 50%-მდე ტარიფები დააწესოს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე, რაც აშშ-იდან იმპორტის საერთო მოცულობის დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
პროდუქციას შორის, რომელზედაც კანადა ტარიფების დაწესებას გეგმავს, არის ამერიკული ფოლადი, ალუმინი, მოტოციკლები, სარეცხი და საშრობი მანქანები, ჯაჭვური ხერხები, დამუშავებული ყველი და გაყინული რვაფეხა.
ოფიციალური პირების თქმით, ამერიკულ ფოლადსა და ალუმინზე უკვე მოქმედებდა 25%-იანი ტარიფი, თუმცა ახლა ის ორმაგდება და 50%-ს მიაღწევს.
კანადელი ოფიციალური პირების განცხადებით, საპასუხო ტარიფების პაკეტი შექმნილია იმ შიდა ბაზრის წილის დასაცავად, რომელზედაც ამერიკულმა ტარიფებმა პირდაპირი გავლენა იქონია.
ზოგიერთი სავაჭრო ანალიტიკოსისა და ეკონომისტის შეფასებით, ტარიფები სავარაუდოდ ასევე მიზანმიმართულად დაარტყამს იმ კომპანიებს, რომლებიც „რესპუბლიკელთა“ კონგრესმენების ოლქებში მდებარეობენ.
1787664985
ახალი ამბებიკახა კალაძე: ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრების ახალი, საინტერესო ეტაპის დაწყებას - თქვენ უკვე დაამტკიცეთ, რომ გაქვთ სწავლის, განვითარებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და სტუდენტობას ულოცავს. „ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას და ცხოვრებ...
1787664682
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი ენჯეოსექტორი არ არსებობს, ეს არის რადიკალური ოპოზიციის დანამატი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა აცხადებს, რომ სინამდვილეში, არანაირი არასამთავრობო სექტორი არ არსებობს, არანაირი „ენჯეოსექტორი“ არ არსებობს და ეს რადი...
1787663533
საზოგადოებათორნიკე ფაღავა: რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებულები არიან იმით, რომ როგორმე ავნონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები
ეს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი ჩამოყალიბდა საერთაშორისო დამსმენებად და საერთაშორისო თაღლითებად, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ლევან მაჭავარიანის წერილზე საუბრისას. მისივ...
1787663379
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6121 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1787661636
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს არ უხდის, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირანის ხელისუფლება სამხედროებს ხელფასებს ვერ ურიგებს, თუმცა უდანაშაულო დემონსტრანტების დახოცვას განაგრძობს. „ჩამოშლის პირას მყოფი ირანის ისლამ...


























